ავტოსპორტი

2:58 | 14.09.2017 | ნანახია [] - ჯერ

„მაკლარენი“ „რენოს“ ძრავებზე გადავიდა

მოსახდენი მოხდა - „მაკლარენმა“ გაწყვიტა „ჰონდასთან“ ურთიერთობა და მომავალი წლიდან „რენოს“ ძრავებით იასპარეზებს. როგორც ინტერნეტ გამოცემა „მოტორსპორტი“ საკუთარ წყაროზე დაყრდნობით იუწყება, სინგაპურის დიდი პრიზის წინ, უოკინგელებმა ფრანგულ კომპანიასთან სამწლიანი კონტრაქტი გააფორმეს.

ამით დასრულდა ის მეტისმეტად წარუმატებელი სამწლიანი პერიოდი, რომელიც ფორმულა 1-ის ერთ-ერთმა გამორჩეულმა გუნდმა „ჰონდას“ ძრავებით წვალებაში გაატარა. ამ დროის განმავლობაში, „მაკლარენისთვის“ გამარჯვება და კვარცხლბეკი კი არა, ქულებიც კი სანატრელი იყო.

„მაკლარენი“ ამ სეზონის დასაწყისიდან ცდილობდა, ძრავების მიწოდებაზე „ფერარი“ ან „მერსედესი“ დაეყოლიებინა, მაგრამ რომ ვერაფერს მიაღწია, „რენოს“ მიმართა. ფრანგული კომპანია ამ სეზონში ძრავებით სამ გუნდს ამარაგებს და მეოთხის დამატება არ სურდა. თუმცა როგორც ჩანს, შესაძლებელი გახდა „ტორო როსოს“, უფრო სწორედ, მის მფლობელ „რედ ბულის“ დაყოლიება იმაზე, რომ ფაენცელებმა მომავალი სეზონიდან „ჰონდას“ ძრავებით იასპარეზონ.

ამ როქის ფარგლებში, „რენოს“ ფ1-ის გუნდში „ტორო როსოდან“ გადაინაცვლებს კარლოს საინსი. „მაკლარენი“ კი ისეთსავე ძრავებს მიიღებს, როგორებიტაც საკუთრივ „რენოს“ ფ1-ის გუნდი და „რედ ბული“ სარგებლობენ.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.116147