ფეხბურთი

23:25 | 13.09.2017 | ნანახია [] - ჯერ

მარსელო ორმატჩიანი დისკვალიფიკაციით დაისაჯა

მადრიდის “რეალის” მცველი მარსელო ორმატჩიანი დისკვალიფიკაციით დაისაჯა. ესპანეთის ფეხბურთის ფედერაციის სადისციპლინო კომიტეტმა ბრაზილიელი განაპირა მცველი ლა ლიგის ბოლო ტურში “ლევანტეს” ფეხბურთელ ჰეფერსონ ლერმესთან გადამეტებული უხეშობის გამო დასაჯა.

აღსანიშნავია, რომ მარსელოს 4 მატჩიანი დისკვალიფიკაცია ემუქრებოდა, თუმცა შედარებით მსუბუქად დაისაჯა. ამრიგად, 29 წლის ფეხბურთელი “სამეფო კლუბს” “სოდიედადთან” და “ბეტისთან” შეხვედრებში ვერ დაეხმარება.

აქვე გეტყვით, რომ მარსელომ “რეალთან” კონტრაქტი 2022 წლამდე გაახანგრძლივა.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.11333