ფეხბურთი

11:16 | 13.09.2017 | ნანახია [] - ჯერ

19-წლამდე ქალთა ევროპის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის პირველი ტური

თბილისში 19-წლამდე გოგონათა შორის ევროპის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის პირველი ტურის მატჩები ჩატარდა.

მეთორმეტე ჯგუფის პირველი შეხვედრა რუსეთისა და საქართველოს ნაკრებებს შორის 4:0 დასრულდა. მატჩი მესხის სახელობის სტადიონის სათადარიგო მოედანზე გაიმართა. მეორე თამაში დავით პეტრიაშვილის სახელობის სტადიონზე შედგა და პოლონეთმა საბერძნეთს 3:1 სძლია.

მომდევნო ტურის მატჩები 15 სექტემბერს გაიმართება. პოლონეთისა და საქართველოს შეხვედრა მესხის სახელობის სათადარიგო მოედანზე 17:00 საათზე დაიწყება. პარასკევს, 19:00 საათზე რუსეთის ნაკრები საბერძნეთს დავით პეტრიაშვილის სახელობის სტადიონზე შეხვდება.

რუსეთი ქ U19 4:0 საქართველო ქ U19

თბილისი, „მიხეილ მესხი 2“

რუსეთიქ U19: სტანოვოვა, ბესპალიკოვა, ნიკიტინა, შკოდა, კუროპატკინა, დუბოვა, შესტემევა (55’ ფედოტოვა), დრონოვა (46’ ერმოლაევა), ორგანოვა, ჩერკასოვა (67’ ვანკოვა), მაშინა

სათადარიგო შემადგენლობა: დრონოვა, რუზინა, მანუილოვა, შეინა, მიაგკოვა

მთავარი მწვრთნელი: რომან ეზოპოვი

საქართველო ქ U19: გაბუნია, ჯანიკაშვილი (76’ ჯოჯუა), ჩხარტიშვილი, მინაძე, კენჭოშვილი (26’ ჭუჭულაშვილი), შონია, დიმოპულუ, ხაბურზანია, ეპიტაშვილი, ნარსია (65’ ნაკვეთაური), კალანდაძე

სათადარიგო შემადგენლობა: კომლაძე, ანთაძე, გუჯაბიძე, ხანდაზიანი

მთვარი მწვრთნელი: ლევან ბაჯელიძე

მსაჯები: ანა სოფია სოარეშ აგირი (პორტუგალია), ვანესა ალექსანდრა დიას გომესი (პორტუგალია), ბერენგერე პიერარტი (ბელგია), ტანია ფერნანდეს მორაისი (ლუქსემბურგი)

გოლები: 1:0 ჩერკასოვა (34), 2:0 ორგანოვა (63), 3:0 დუბოვა (81), 4:0 ნიკიტინა (პენ) (90+2’)


საბერძნეთი ქ U19 1:3 პოლონეთი ქ U19

თბილისი, „დავით პეტრიაშვილი არენა“

საბერძნეთი ქ U19: ხაძიხარისტო, პატემა, კარაპესტა, კატირციდუ, ცაკირი, პალამა (85’ დრაკონაკი), პუილიუ, პაპაიოანუ, გეორგანძი, ხაძინიკოლაუ (51’ მარია გულა), საჩინიდუ (76’ კალდი)

სათადარიგო შემადგენლობა: კავური, მეთოიკიდუ, გაცუ, კალეში, სომადი, კაპნისი

მთავარი მწვრთნელი: ანტონიოს პრიონასი

პოლონეთი ქ U19: პიატეკი, სტასიაკი (90+3’ ოსინსკა), ტურკიევიჩი (46’ კოვალჩუკი), კარცჟევსკა, მილეკი, ზავისტოვსკა, ოლსზევსკა, ვოსი, იედლინსკა (63’ გასიენიეცი), პარცჟევსკა, რატაიცჟუკი

სათადარიგო შემადგენლობა: სოვალსკა, კუციევიჩი, დრაგუნოვიჩი, ზბირადი, სირანტი, ზაიაცი

მთავარი მწვრთნელი: მარცინ კასპროვიჩი

მსაჯები: ანგელიკა სოდერი (გერმანია), სინა დიკმანი (გერმანია), ქეთევან გაიპარაშვილი (საქართველო), ხათუნა მაისურაძე (საქართველო)

გაფრთხილება: 47’ სტასიაკი, 90+3’ ცაკირი

გოლები: 0:1 კარცჟევსკა (28), 0:2 რატაიჩუკი (45), 1:2 პუილიუ (59), 1:3 პარცჟევსკა (75)

gff.ge

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.112145