ფეხბურთი

20:18 | 12.09.2017 | ნანახია [] - ჯერ

იბრაჰიმოვიჩი: “იმაზე ძლიერი დავბრუნდები, ვიდრე ვიყავი”

“მანჩესტერ იუნაიტედის” შვედმა ფორვარდმა ზლატან იბრაჰიმოვიჩმა განაცხადა, რომ ტრავმა თითქმის მოიშუშა, თუმცა მოთმინებით ელის იმ დროს, როდესაც მოედანს დაუბრუნდება. შვედის თქმით, ის იმაზე მეტად ძლიერი დაბრუნდება, ვიდრე აქამდე იყო.

“მუხლის ტრავმა თითქმის მორჩენილია. მოთმინებით ველოდები იმ დროს, როცა მოედანზე დავბრუნდები. მთელმა მსოფლიომ იცის ამის შესახებ. მე უფრო ძლიერი ვიქნები, ვიდრე ოდესმე”, - განაცხადა შვედმა.

შეგახსენებთ, რომ იბრაჰიმოვიჩმა მუხლის ტრავმა გასულ სეზონში მიიღო და მედიკოსების ცნობით, “წითელი ეშმაკების” 10 ნომერი მოედანს დეკემბერში დაუბრუნდება.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.11007