ფეხბურთი

18:46 | 12.09.2017 | ნანახია [] - ჯერ

ფეარ-პლეი “ბოხუმის” ფეხბურთელისგან (+VIDEO)

გერმანიის მეორე ბუნდესლიგაში “ბოხუმმა” 2:1 მოუგო “დარმშტადს”. ეს მატჩი ნამდვილად არ გაგვახსენდებოდა, რომ არა ერთი შემთხვევა: ბოხუმელთა კაპიტანმა ფელიქს ბასტიანსმა მსაჯს სთხოვა, მეტოქის კარში დანიშნული პენალტი გაეუქმებინა. ფეარ-პლეის იშვიათი ნიმუში...

თან, იმ დროს “ბოხუმი” აგებდა და წარმოიდგინეთ, როგორ სჭირდებოდა გოლი. ბასტიანსი მაღალი სისწრაფით შევარდა საჯარიმოში და წაიქცა. მსაჯმა პენალტი დანიშნა, მაგრამ ბასტიანი მივიდა და გადაათქმევინა – ჩემი ინიციატივით წავიქეციო.

“დარმშტადტის” ფეხბურთელებმა და მწვრთნელებმაც, რა თქმა უნდა, მადლობა გადაუხადეს მატჩის გმირს.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.117925