ფეხბურთი

12:08 | 12.09.2017 | ნანახია [] - ჯერ

ბენზემა და “რეალი” ურთიერთობას გაიხანგრძლივებენ

მადრიდის “რეალის” ფრანგი თავდამსხმელი ქარიმ ბენზემა კლუბთან ახალ შეთანხმებას მოაწერს ხელს. France Football-ის ინფორმაციით, მხარეები შეთანხმდნენ და მიმდინარე ხელშეკრულებას კვირის ბოლომდე განაახლებენ.

წყაროს ცნობით, 29 წლის ფეხბურთელი კონტრაქტს 2021 წლის ზაფხულამდე გაახანგრძლივებს. ხელფასი იგივე დარჩება – წელიწადში 8 მილიონი ევრო, თუმცა ბენზემას გამოსყიდვის უფლება სხვა კლუბებს მილიარდ ევროდ შეეძლებათ.

შეგახსენებთ, რომ ქარიმ ბენზემა “სამეფო კლუბში” 2009 წლიდან მოყოლებული თამაშობს და დღემდე 371 მატჩში 182 გოლი გაიტანა.

ფრანგმა თავდამსხმელმა “ლევანტესთან” დაპირისპირებისას ტრავმა მიიღო და როგორც მედიკოსები ვარაუდობენ, მას თვენახევარზე ოდნავ მეტი გაუცდება.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.124679