ფეხბურთი

23:43 | 11.09.2017 | ნანახია [] - ჯერ

დიეგო სიმეონე: "რომა" ლამაზ ფეხბურთს თამაშობს"

მადრიდის “ატლეტიკოს” მთავარი მწვრთნელი დიეგო სიმეონე მიიჩნევს, რომ “რომა” ლამაზ და შემტევ ფეხბურთს თამაშობს. არგენტინელმა სპეციალისტმა “ლაციოში” გატარებული წლებიც გაიხსენა, მაგრამ აღნიშნა, რომ ახლა მხოლოდ “რომასთან” დაპირისპირებაზე ფიქრობს.

“ვამაყობ იმით, რაც “ლაციოს” მივეცი. რომში განსაკუთრებული წლები გავატარე. მაგრამ, ახლა “ატლეტიკოს” მწვრთნელი ვარ და მთლიანად “რომასთან” თამაშზე ვფიქრობ. ეს გუნდი ძალიან ლამაზ და შემტევ ფეხბურთს თამაშობს. ძალიან სწრაფი ფლანგის ფეხბურთელები ჰყავს. რთულ ჯგუფში ვართ, სადაც სამი ძლიერი გუნდია, რომელთაც პლეი-ოფში გასვლის შანსი აქვთ”, - განაცხადა სიმეონემ.

“რომასა” და “ატლეტიკოს” შეხვედრა 12 სექტემბერს, 22:45 საათზე გაიმართება.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.112673