ფეხბურთი

21:16 | 11.09.2017 | ნანახია [] - ჯერ

ვალვერდე: "იუვენტუსის" მეშინია"

კატალონიის “ბარსელონას” მთავარი მწვრთნელი ერნესტო ვალვერდე ტურინის “იუვენტუსს” პატივისცემით უყურებს. როგორც ესპანელმა სპეციალისტმა მატჩისწინა პრესკონფერენციაზე განაცხადა, “იუვე” ძლიერი გუნდია და “ბარსელონას” კონცენტრაციით თამაში მართებს.

“იუვენტუსი” ძალიან კარგი გუნდია ასეთივე მწვრთნელით. მე ვნახე გაზაფხულზე “ბარსელონასთან ჩატარებული ორივე თამაში. ეს გუნდი აქტიურ პრესინგს თამაშობს და ბურთზე მაქსიმალურად ამყარებს კონტროლს. თუ ამ ასპექტში მათ ხელი არ შევუშალეთ დიდი პრობლემების წინაშე დავდგებით, რადგან შეტევაში დიდებული ფეხბურთელები ჰყავთ.

დიბალა “იუვენტუსისთვის” მნიშვნელოვანი ფეხბურთელია, მაგრამ არანაკლებ ბარძალი, პიანიჩი ან იგუაინი. სწორედ ეს მაშინებს – ტურინელთა გუნდურობა. “იუვენტუსი”, როგორც გუნდი უფრო მეტს ნიშნავს, ვიდრე მისი რომელიმე ერთი ფეხბურთელი. ჩვენ მეტოქის მიმართ დიდი პატივისცემით ვართ განწყობილნი”, - აღნიშნა ვალევრდემ.

“ბარსელონა” “იუვენტუსს” 12 სექტემბერს, უმასპინძლებს. შეხვედრა თბილისის დროით 22:45 საათზე დაიწყება.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.117213