ფეხბურთი

19:11 | 11.09.2017 | ნანახია [] - ჯერ

განხეთქილება “ბაიერნში” – რუმენიგე VS ლევანდოვსკი

მიუნხენის “ბაიერნში” განხეთქილებაა – კლუბის ხელმძღვანელობასა და რობერტ ლევანდოვსკის შორის ურთიერთობა ნელ-ნელა იძაბება. როგორც “რეკორდმაისტერის” პრეზიდენტი კარლ-ჰაინც რუმენიგე აცხადებს, პოლონელს ამიერიდან პირადად მასთან მოუწევს საქმის დაჭერა.

“ვინც მწვრთნელს, ხელმძღვანელობასა და თანაგუნდელებს საჯაროდ აკრიტიკებს, მას პირადად ჩემთან ექნება პრობლემები. რობერტს ალბათ, პსჟ-ში გადასვლა სურდა და ეს აწუხებს. მაგრამ, უნდა ახსოვდეს, რომ იგი “ბაიერნის” ფეხბურთელია და საკმაოდ დიდ თანხასაც გამოიმუშავებს”, - უთხრა რუმენიგემ Bild-ს.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.113976