ფეხბურთი

18:45 | 11.09.2017 | ნანახია [] - ჯერ

“იუვენტუსი” “კამპ ნოუზე” გადახალისებული შემადგენლობით

ტურინის “იუვენტუსს” სერიოზული საკადრო პრობლემები აქვს. იტალიის ჩემპიონი უეფას ჩემპიონთა ლიგის პირველი ტურის მატჩს კატალონიის “ბარსელონას” წინააღმდეგ დიდი დანაკლისით ხვდება.

მასიმილიანო ალეგრიმ უკვე დაასახელა იმ ფეხბურთელთა ვინაობა, რომლებიც ესპანეთში მიმგზავრებიან, მათ შორის კი, რამდენიმე ლიდერი არაა.

თავიდანვე ცნობილი იყო, რომ სამი ხედირა და კლაუდიო მარკიზიო “იუვეს” ვერ დაეხმარებოდნენ, ხოლო მარიო მანჯუკიჩი და ჯორჯო კიელინი, მიუხედავად იმისა, რომ ვარჯიში განაახლეს, მაინც განაცხადს მიღმა დარჩნენ.

განაცხადში ვერ მოხვდა გერმანელი მცველი ბენედიქტ ჰიოვედესი, სტეფან ლიხშტაინერი თავად ალეგრიმ დატოვა ჯგუფური ეტაპის განაცხადს მიღმა, ხოლო ხუან კუადრადო დისკვალიფიცირებულია.

ამის ფონზე, ბუნებრივია, რომ ტურინელთა განაცხადში ორ უცნობ გვარს ვხედავთ პრიმავერადან და მათ ხვალ სათადარიგო სკამზეც აუცილებლად ვიხილავთ:

მეკარეები: ჯანლუიჯი ბუფონი, ვოიცეხ შჩესნი, კარლო პინსოლიო

მცველები: მატია დე შილიო, მედჰი ბენატია, ალექს სანდრო, დანიელე რუგანი

ნახევარმცველები: მირალემ პიანიჩი, ბლეზ მატუიდი, კვადვო ასამოა, სტეფანო სტურარო, როდრიგო ბენტანკური, ლეონარდო მერიო, ფაბრიციო კალიგარა

თავდამსხმელები: გონსალო იგუაინი, პაულო დიბალა, დუგლას კოშტა, ფედერიკო ბერნარდესკი

“ბარსელონასა” და “იუვენტუსის” შეხვედრა 12 სექტემბერს, 22:45 საათზე გაიმართება. საგულისხმოა, რომ “ბარსას” ჩემპიონთა ლიგაზე ბოლო ორი მატჩი სწორედ “ბებერი ქალბატონის” წინააღმდეგ აქვს ჩატარებული და რევანში მართებს – 0:3, 0:0.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.118805