ფეხბურთი

17:47 | 11.09.2017 | ნანახია [] - ჯერ

უეფას პრეზიდენტი პსჟ-ს ევროტურნირებიდან მოკვეთას არ გამორიცხავს

უეფას პრეზიდენტი ალექსანდრ ჩეფერინი ფრანგული “პარი სენ ჟერმენის” ევროთასებიდან მოკვეთით იმუქრება. როგორც ევროპული ფეხბურთის მმართველი უწყების ხელმძღვანელი ამბობს, თუ პსჟ-ს ბრალეულობა დამტკიცდება, იგი აუცილებლად მოიხსნება ევროასპარეზიდან.

საქმე ეხება ფეირ-პლეის პრინციპებს. პარიზელებმა “ბარსელონადან” ნეიმარი 222 მილიონ ევროდ შეიძინეს, ხოლო შემდეგ “მონაკოდან” კილიან მბაპე – 180 მილიონად. თუმცა პსჟ-მ მბაპე იჯარით აიყვანა და ხსენებული თანხის დაფარვა გაისად მოუწევს.

მიუხედავად ამისა, უეფა “პარი სენ ჟერმენის” საქმეზე გამოძიებას მაინც აწარმოებს:

“თუ პსჟ-ს ბრალი დადასტურდა, იგი აუცილებლად მოიხსნება ევროთასებიდან. ჩვენ არ გვეშინია ამ გუნდის – კანონზე მაღლა არავინ და არაფერი დგას”, - აღნიშნა ჩეფერინმა.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.117044