ფეხბურთი

11:42 | 11.09.2017 | ნანახია [] - ჯერ

“რეალი”-“ბარსელონას” დაპირისპირება გადაიდო

მადრიდის “რეალსა” და “ბარსელონას” შორის ესპანეთის ჩემპიონატის მე-17 ტურში გასამართი შეხვედრის თარიღი შეიცვალა. თამაში, სეზონის წინ შედგენილი კალენდრის მიხედვით, “სანტიაგო ბერნაბეუზე” 20 დეკემბერს იყო დაგეგმილი, თუმცა მადრიდელთა თხოვნით 23 დეკემბერს ჩატარდება.

ამის მიზეზი მსოფლიოს საკლუბო ჩემპიონატია, რომელიც წელს 6-დან 16 დეკემბრის ჩათვლით არაბეთის გაერთიანებულ საამიროებში გაიმართება და მასში “რეალი” უეფას ჩემპიონთა ლიგის გამარჯვებულის რანგში მიიღებს მონაწილეობას.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.113269