ფეხბურთი

0:55 | 11.09.2017 | ნანახია [] - ჯერ

"მილანი" რომში განადგურდა, "ნაპოლიმ" და "ინტერმა" იოლად მოიგეს

იტალიის ჩემპიონატის მესამე ტურის მეორე სათამაშო დღეს რვა მატჩი გაიმართა. რომში "სტადიო ოლიმპიკოზე" ჩირო იმობილეს შოუ შედგა. "ლაციომ" "მილანის" თითქმის განახლებული შემადგენლობა არ დაინდო და 4:1 გაანადგურა. იმობილემ კი ჰეთ თრიკი და ერთი საგოლე გადაცემა შეასრულა. ეს ყველაფერი კი იტალიელმა თავდამსხმელმა სულ რაღაც 12 წუთში მოასწრო. "როსონერის" რბევა 38-ე წუთზე დაიწყო და კიდევ ორი გოლი ჩირომ 42-ე და 48-ე წუთებზე გაიტანა. ორიოდე წუთში კი იტალიელმა ლუის ალბერტოს გაუკეთა საგოლე გადაცემა. ბოლოს "არწივებმა" "მილანს" 4 გოლი 1999/00 წლების სეზონში გაუტანეს და მაშინ ჩემპიონებიც გახდნენ. პრესტიჟის გოლი კი რიკარდო მონტოლივოს ანგარიშზეა.

მილანის "ინტერმა" "სან სიროზე" "სპალს" იოლად მოუგო. პირველი გოლი ჟოაუ მარიოს წაქცევის შემდეგ, თერთმეტმეტრიანით გუნდის ერთ-ერთმა ლიდერმა მაურო იკარდიმ გაიტანა. მეორედ კი კარის ბადე ივან პერიშიჩმა შეარხია. ხორვატმა დანილო დ"ამბროზიოსგან დაკიდული ბურთი დამუშავების გარეშე გადაგზავნა კარში და ლამაზი გოლი გამოუვიდა. "ნერაძური" ბევრს აქტიურობდა და შეეძლო ანგარიშის გაზრდა, თუმცა ლუჩანო სპალეტის გუნდი ბოლო მომენტში ზუსტად ვერ მოქმედებდა.

"ფიორენტინამ" ვერონაში გაილაღა. პირველი ტაიმი "იებმა" დიეგო სიმეონეს ვაჟის, ჯოვანის, სირილ ტეროს და დავიდე ასტორის გოლებით მოიგო. 3:0 ტაბლოზე უკვე 24-ე წუთზე იყო დაფიქსირებული და მასპინძლებისგან განსაკუთრებულს არც არავინ ელოდა. მეორე ნახევარში" ჯორდან ვერეტუმ და ჟილ დიასმა გამანადგურებელი სტუმრების უპირატესობა კიდევ უფრო გაზარდეს და "ვერონამ" გამანადგურებელი ანგარიშით წააგო.

პირველი გამარჯვება იზეიმა'"ატალანტამ", რომელმაც შინ "სასუოლო" 2:1 დაამარცხა. შეხვედრაში ანგარიში სტეფანო სენსიმ 28-ე წუთზე გაიტანა და პირველივე ტაიმში მასპინძელთაგან ანგარიში ანდრეას კორნელიუსმა გაათანაბრა. გამარჯვების გოლი კი 77-ე წუთზე ანდრეა პეტანიამ გაიტანა. "კალიარიმაც" მოიპოვა პირველი სამი ქულა - "კროტონესთან" მატჩში საშინაო არენაზე გულშემატკივრები მარკო საუმ გაახარა. "უდინეზემაც" შეძლო პირველი გამარჯვება ჩაეწერა აქტივში და შინ "ჯენოა" იაკუბ იანკტოს გოლის წყალობით დაამარცხა.

ბოლო წუთზე დაამარცხა "ტორინომ" "ბენევენტო". მესამე დამატებულ წუთზე ადამ ლიაიჩის გადაცემის შემდეგ იაგო ფალკემ ზუსტად დაარტყა და მასპინძლები ჩემპიონატში კვლავ უქულოდ დატოვა. იოლად გაიმარჯვა "ნაპოლიმ", რომელმაც სტუმრად "ბოლონია" 3:0 დაამარცხა. მასპინძლებმა პირველ ტაიმში გაუძლეს, თუმცა ხოსე კალეხონის მიერ 66-ე გატანილი გოლი გარდამტეხი აღმოჩნდა და სტუმრებმა კიდევ ორჯერ გაახარეს გულშემატკივრები.

ინტერი - სპალი 2:0 (1:0)

გოლები: 1:0 იკარდი (27), 2:0 პერიშიჩი (87)

ატალანტა - სასუოლო 2:1 (1:1)

გოლები: 0:1 სენსი, 1:1 კორნელიუსი (35), 2:1 პეტანია (77)

კალიარი - კროტონე 1:0 (1:0)

გოლი: 1:0 საუ (33)

უდინეზე - ჯენოა 1:0 (1:0)

გოლი: 1:0 იანკტო (16)

ვერონა - ფიორენტინა 0:5 (0:3)

გოლები: 0:1 სიმეონე (2), 0:2 ტერო (პენ 10), 0:3 ასტორი (24), 0:4 ვერეტუ (62), 0:5 დიასი (89)

ლაციო - მილანი 4:1 (0:2)

გოლები: 1:0, 2:0, 3:0 იმობილე (38 პენ, 42, 48), 4:0 ალბერტო (50) 4:1 მონტოლივო (56)

ბენევენტო - ტორინო

გოლები: 0:1 ფალკე (90+3)

ბოლონია - ნაპოლი 3:0 (0:0)

გოლები: 0:1 კალეხონი (66), 0:2 მერტენსი (83), 0:3 ზიელინსკი (88)

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.172815