ჭადრაკი

13:40 | 10.09.2017 | ნანახია [] - ჯერ

ანტონ კოვალოვმა მსოფლიო თასი არასათანადო ჩაცმულობის გამო დატოვა

მსოფლიო თასის მესამე წრეში კანადის სახელით მოასპარეზე ანტონ კოვალოვმა ტურნირი დროზე ადრე დატოვა. ამის მიზეზი რაოდენ გასაკვირიც არ უნდა იყოს არასათანადოდ ჩაჩმულობა გახლდათ.

ტომაშ დელეგამ, რომელიც აღნიშნული ღონისძიების მთავარი მსაჯი გახლავთ, სატურნირო რეგლამენტით გათვალისწინებული დრესკოდის რეგლამენტის დარღვევის გამო კანადელ მოთამაშეს შენიშვნა მისცა და მისი გამოსწორებისკენ მოუწოდა. შენიშვნის შემდგომ კანადელ დიდოსტატს 15 წუთი ჰქონდა, რადგან სათამაშო დარბაზში სათანადოდ ჩაცმული დაბრუნებულიყო, თუმცა მან ტურნირზე ასპარეზობა აღარ ინდომა და გამოუცხადებლობის გამო წაგება ჩაეთვალა.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.125422