ფეხბურთი

14:20 | 10.09.2017 | ნანახია [] - ჯერ

ბენზემა 6 კვირა იუქმებს

მადრიდის "რეალის" თავდამსხმელმა ქარიმ ბენზემამ "ლევანტესთან" მატჩში ფეხის კუნთი დაიზიანა და როგორც სამედიცინო შემოწმებამ აჩვენა ტრავმა სერიოზულია. დაზიანების შესახებ ინფორმაცია კლუბის ოფიციაურმა ვებგვერდმა გაავრცელა, AS-ი კი იუწყება, რომ ფრანგს 6 კვირამდე უქმად მოუწევს ყოფნა.

აქედან გამომდინარე, ბენზემა ესპანეთის ჩემპიონატის ოთხ შეხვედრას გამოტოვებს და ასევე "სამეფო კლუბს" ჩემპიონთა იგის ჯგუფური ეტაპის მატჩებში აპოელის და "დორტმუნდის" წინააღმდეგ ვერ დაეხმარება.

0.119976