ჩოგბურთი

12:35 | 10.09.2017 | ნანახია [] - ჯერ

სტივენსი ამერიკის ღია ჩემპიონატის გამარჯვებულია

სლოან სტივენსი ამერიკის ღია ჩემპიონატის გამარჯვებული გახდა. ფინალში 24 წლის ჩოგბურთელმა მედისონ კიზი 6:3, 6:0 დაამარცხა. მიმდინარე წლის ზაფხულამდე ვერავინ იტყოდა, რომ სლოანი ამერიკის ღია ჩემპიონატს მოგების ერთ-ერთი კანდიდატი იქნებოდა, რადგან გასული წლის ზაფხულში სტივენსმა ფეხის ტრავმა მიიღო და კორტს წელს უიმბლდონის ტურნირზე დაუბრუნდა.

ივლისის ბოლოს სტივენსი რეიტინგში 957-ე ადგილზე იყო, ახლა კი კარიერის პიკს მიუახლოვდა და მე-17 პოზიციაზე გადავიდა. განვლილ შეხვედრაში კიზმა ცუდად ითამაშა, 30 შეცდომა დაუშვა, მაშინ როცა სლოანი უფრო აკურატულად ასპარეზობდა და 6-ჯერ აჩუქა მეტოქეს ქულა. გათამაშებიდან გამარჯვებული მედიზონი გახდა (18:10), ეისებშიც ვერ იყოჩაღა სტივენსმა (0:3), თუმცა კიზი შეცდომებმა დაღუპა და 1 საათში წააგო.

მედისონმა 1060 ქულა დაიმსახურა და მე-12 ადგილზე დამკვიდრდა. სტივენსმა ამ ტურნირის მოგებით 3, 700, 000 დოლარი დაიმსახურა, ხოლო კიზმა - 1, 825, 000 დოლარი. ტურნირი კი მამაკაცთა ფინალის მოლოდინშია, სადაც ერთმანეთს პირველი ნომერი რაფაელ ნადალი და კევინ ანდერსონი დაუპირისპირდებიან.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.114911