ფეხბურთი

11:20 | 10.09.2017 | ნანახია [] - ჯერ

მარსელოს 4-მატჩიანი დისკვალიფიკაცია ემუქრება (+VIDEO)

ბრაზილიის ეროვნული ნაკრების და მადრიდის "რეალის" მცველს მარსელოს მეტოქესთან უხეშობის გამო ოთხმატჩიანი დისკვალიფიკაცია ემუქრება. აღნიშნული ინფორმაცია AS-მა გაავრცელა.

ლა ლიგის მესამე ტურში "სამეფო კლუბმა" "სანტიაგო ბერნაბეუზე" "ლევანტე" ვერ დაამარცხა (1:1). 89-ე წუთზე მარსელომ ჯეფერსონ ლერმს ერთ-ერთ სათამაშო ეპიზოდში ზურგში ფეხი ჩაარტყა და წითელი ბარათი მიიღო. ჩემპიონატის სადისციპლინო კომიტეტი აღნიშნულ მომენტს განიხილავს და ბრაზილიელის ზუსტი განაჩენი ამის შემდეგ გვეცოდინება.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.110618