ფეხბურთი

16:32 | 9.09.2017 | ნანახია [] - ჯერ

კროოსის მე-100 მატჩი ლა ლიგაში

ტონი კროოსი ესპანეთის ჩემპიონატში საიუბილეო,მე-100 თამაშს ატარებს “რეალისა” და “ლევანტეს” დაპირისპირებისას.

აღსანიშნავია ისიც, რომ 99 მატჩიდან გერმანელმა მოთამაშემ 98 შეხვედრა სასტარტო შემადგენლობაში დაიწყო. აქედან კი “რეალმა” 73 მოიგო, 14 ფრედ დაასრულა და 12-ჯერ დამარცხდა. “ლევანტესთან” მატჩი კი ჯერ კიდევ მიმდინარეობს.

მას შემდეგ რაც კროოში“სამეფო კლუბის” შემადგენლობაში გადავიდა, ჩაატარა ყველაზე მეტი თამაში კრიშტიანუ რონალდუს შემდეგ.

ასევე ტონი გახდა მეოთხე გერმანელი ფეხბურთელი, რომელმაც მადრიდულ კლუბში 100 მატჩი ჩაატარა ული შტილიკეს, მესუტ ოზილისა და სამი ხედირას შემდეგ.

საერთო ჯამში 27 წლის მოთამაშემ 152-ჯერ მოირგო “სამეფო კლუბის”მაისური და 9 ტიტულის მოგება მოახერხა.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.115745