ფეხბურთი

16:04 | 9.09.2017 | ნანახია [] - ჯერ

ბენზემამ “ლევანტესთან” დაპირისპირებისას ტრავმა მიიღო

მადრიდის “რეალის” ფრანგი თავდამსხმელი კარიმ ბენზემა ტრავმირებულია. საქმე ისაა, რომ “სამეფო კლუბისა” და “ლევანტეს” დაპირისპირებისას 30 წლის ფეხბურთელმა კუნთის დაზიანება მიიღო და შეხვედრის 29-ე წუთზე მოედნიდან გაიყვანეს და მის ნაცვლად გარეთ ბეილი გამოვიდა.

აღსანიშნავია ისიც, რომ ბენზემა არ ყოფილა ამ მატჩის ერთადერთი დაშავებული. 9 წუთით ადრე იძულებითი შეცვლის გაკეთება მოუწია “ლევანტეს” მწვრთნელსაც, რადგან მე-20 წუთზე ივან ლოპესი დაშავდა, რომელმაც აღნიშნულ მატჩში ანგარიში გახსნა. ივანის ნაცვლად მოედანზე პედრო ლოპესი გამოვიდა.

პირველი ტაიმის შემდეგ, ლა ლიგის მე-3 ტურში ფრე, 1:1 ფიქსირდება.

0.119581