ფეხბურთი

12:45 | 9.09.2017 | ნანახია [] - ჯერ

მბაპეს კარგი დებიუტი

წარმატებული გამოდგა სადებიუტო მატჩი “პარი სენ-ჟერმენის” ახალგაზრდა თავდამსხმელისთვის, კილიან მბაპესთვის. “მეცთან” დაპირისპირების59-ე წუთამდე საყაიმო ანგარიში (1:1) ფიქსირდებოდა, თუმცა, მბაპემპირადი ანგარიში გახსნა და პარიზელები დააწინაურა.

მატჩის შემდეგ ფრანგმა მოთამაშემ ჟურნალისტებთან კომენტარი გააკეთა.

“ნეიმარი ჩემი იდეალია, აღფრთოვანებული ვარ მისით. ძალიან ვცდილობ, მასავით მოვერგო მოედანს. როდესაც გუნდში მისი მსგავსი ფეხბურთელები თამაშობენ, მაშინ დარწმუნებული უნდა ვიყოთ გამარჯვებაში. პსჟ დიდი გუნდია, ისევე, როგორც ნეიმარი - დიდი ფეხბურთელი”, - თქვა მბაპემ.

შეგახსენებთ, რომ ლიგა 1-ის მე-5 ტურის შემედ პარიზული კლუბი 15 ქულით პირველ პოზიციაზეა. რაც შეეხება “მეცთან” მატჩს, პსჟ-მ ის 5:1 მოიგო.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.111459