ფეხბურთი

0:20 | 9.09.2017 | ნანახია [] - ჯერ

ლენგლე: “სევილიას მიზანი სამეულში შესვლაა”

“სევილიას” ცენტრალურმა მცველმა კლემენტ ლენგლემ ჟურნალისტებთან საუბრისას საკუთარი კლუბის მიზნებზე ისაუბრა. ახალგაზრდა ფეხბურთელის თქმით, მათ გასულ სეზონში ნაჩვენები შედეგის გაუმჯობესება სურთ და სამეულში შესვლას უმიზნებენ.

“ჩვენ ამბიცია გვაქვს, რომ გავაუმჯობესოთ შარშანდელი შედეგი. გასულ სეზონში მეოთხე ადგილი დავიკავეთ, ხოლო ახლა სამეულისთვის ბრძოლას ვაპირებთ. ვთვლით, რომ სეზონის დასრულება უფრო მაღალ საფეხურზე შეგვიძლია, ვიდრე “ატლეტიკოს”.

მე ძალიან ახალგაზრდა ვარ და სამუშაო კიდევ ბევრი მაქვს, თუმცა მჯერა, რომ თამაში ხშირად მომიწევს. მწვრთნელთან ხშირად ვსაუბრობ და მუდმივად მეუბნება იმას, თუ როგორ უნდა გავხდე უკეთესი მცველი”, - განაცხადა ახალგაზრდა ფრანგმა მოთამაშემ.

შეგახსენებთ, რომ 22 წლის მცველი “სევილიას” გასულ ზამთარს "ნანსიდან" შეუერთდა და 23 შეხვედრაში 1 გოლის გატანა მოახერხა.

0.108706