ფეხბურთი

21:32 | 8.09.2017 | ნანახია [] - ჯერ

პრემიერლიგის საუკეთესოები: მანე და ვაგნერი

ინგლისის პრემიერლიგის აგვისტოს თვის საუკეთესო ფეხბურთელად “ლივერპულის” შემტევი სადიო მანე დასახელდა. სენეგალელმა გარემარბმა გასულ თვეში 3-ჯერ ითამაშა და სამი ეფექტური გოლის გატანა შეძლო. აღსანიშნავია ისიც, რომ თვითონ “ლივერპულის’ გულშემატკივრებმა ამავე თვეში გუნდის საუკეთესო მოთამაშედ მოჰამედ სალაჰი მიიჩნიეს – თუმცა, მანე პრემიერლიგის მასშტაბით იმარჯვა.

რაც შეეხება მწვრთნელებს – “ჰადერსფილდის” დამრიგებელი დევიდ ვაგნერი აღიარეს საუკეთესოდ.

ეს, მოსალოდნელიც იყო, რადგან პრემიერლიაში ახლახან აღზევებულმა “ჰადერსფილდმა” სამ ტურში 7 ქულის მოპოვება მოახერხა და სეზონი მაჟორულ ნოტაზე დაიწყო.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.108921