ფეხბურთი

22:35 | 8.09.2017 | ნანახია [] - ჯერ

მწვრთნელთა განათლების C ლიცენზიის კურსი ქუთაისში ჩატარდება

საქართველოს ფეხბურთის ფედერაცია აგრძელებს მწვრთნელთა განათლების C ლიცენზიის სასწავლო კურსს, რომელიც 25 სექტემბრიდან, უკვე ქუთაისში ჩატარდება. მსურველებმა განაცხადი და თანდართული დოკუმენტაცია უნდა წარადგინონ საქართველოს ფეხბურთის ფედერაციაში, ან ქუთაისის რეგიონულ ფედერაციაში, რათა გახდნენ მომდევნო სასწავლო კურსის მონაწილეები.

ლიცენზირების მსურველებმა უნდა წარადგინოთ შემდეგი საბუთები:

1) პირადი განცხადება
2) CV
3) 2 ფოტოსურათი (3/4)
4) ცნობა ჯანმრთელობის შესახებ
5) ცნობა პოლიციიდან ნასამართლეობის შესახებ
6) ცნობა ნარკოლოგიურიდან
7) პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი

სასწავლო კურსის ღირებულება 400 ლარია.

დამატებითი ინფორმაციისათვის, გთხოვთ, დაუკავშირდეთ მწვრთნელთა ლიცენზირების მენეჯერს - ეკა ნადირაშვილს 291 26 70; 291 37 33 და 595 12 12 19.

gff.ge

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.125617