ფეხბურთი

22:00 | 8.09.2017 | ნანახია [] - ჯერ

19 წლამდე ქალთა ევროპის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩები თბილისში გაიმართება

საქართველოს 19 წლამდე ქალთა ნაკრები ევროპის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებს თბილისში გამართავს. შესარჩევი რაუნდის მეთორმეტე ჯგუფში საქართველოს ასაკობრივი ნაკრები საბერძნეთის, პოლონეთისა და რუსეთის ნაკრებების წინააღმდეგ იასპარეზებს. საქართველოს 19-წლამდელთა ნაკრებმა საკვალიფიკაციო ეტაპის ფარგლებში მიმდინარე კვირას ორი ამხანაგური შეხვედრა გამართა. ლატვიასთან პირველი შეხვედრა ჩვენმა გოგონებმა 0:2 დათმეს, მეორე შეხვედრა კი, ფრედ 2:2დასრულდა.

19-წლამდელების ნაკრებთა კალენდარი

12 სექტემბერი

17:00 სთ.

საქართველო-რუსეთი

მიხეილ მესხის სახელობის სტადიონი 2

19:00 სთ.

საბერძნეთი-პოლონეთი

დავით პეტრიაშვილის სახელობის სტადიონი

15 სექტემბერი

17:00 სთ.

პოლონეთი-საქართველო

მიხეილ მესხის სახელობის სტადიონი 2

19:00 სთ.

რუსეთი-საბერძნეთი

დავით პეტრიაშვილის სახელობის სტადიონი

18 სექტემბერი

17:00

საქართველო-საბერძნეთი

მიხეილ მესხის სტადიონი 2

17:00

პოლონეთი-რუსეთი

დავით პეტრიაშვილის სახელობის სტადიონი

საკვალიფიკაციო ეტაპიდან ელიტ რაუნდში 12 ჯგუფში პირველ და მეორე ადგილზე გასული გუნდებთანერთად, ოთხი საუკეთესო მესამე ადგილზე გასული ნაკრებიც იასპარეზებს.

gff.ge

0.116674