ფეხბურთი

17:12 | 8.09.2017 | ნანახია [] - ჯერ

დრაქსლერს “ბარსელონაში” გადასვლა სურდა

გერმანიის ეროვნული ნაკრებისა და “პარი სენ-ჟერმენის” ნახევარმცველ იულიან დრაქსლერს ზაფხულის სატრანსფერო სეზონის მიმდინარეობისას კატალონიის “ბარსელონაში” გადასვლა სურდა, თუმცა, “ბლაუგრანამ” ნათლად მიანიშნა, რომ გერმანელის დამატებას არ აპირებდა.

Mundo Deportivo-ს ინფორმაციით, “ბარსელონას” დაგეგმილი ჰქონდა “ლივერპულიდან” ფილიპე კოუტინიოს და პსჟ-დან ანხელ დი მარიას შეძენა, მაგრამ ორივე ტრანსფერი არ შედგა.

პარიზული გუნდის 23 წლის ნახევარმცველით “არსენალი”, “ლივერპული”, “მანჩესტერი”, “მონაკო” და “ინტერიც” იყვნენდაინტერესებულები.

შეგახსენებთ, რომ ერთი წლის წინათ “პარი სენ-ჟერმენმა” გერმანელ მოთამაშეში “ვოლფსბურგს” 38 მილიონი ევრო გადაუხადა და კონტრაქტი 2021 წლამდე გაუფორმა.

0.114127