ჩოგბურთი

15:16 | 8.09.2017 | ნანახია [] - ჯერ

მუგურუსა მსოფლიოს ახალი პირველი ჩოგანია

მომავალი ორშაბათიდან მსოფლიოს ნომერ პირველი ჩოგბურთელი გარბინიე მუგურუსა იქნება. ესპანელის გაპირველება მას შემდეგ გახდა ცნობილი, რაც ამჟამინდელი პირველი ნომერი კაროლინა პლიშკოვა კოკო ვანდევეისთან ამერიკის ღია პირველობის 1/4-ფინალში დამარცხდა.

მუგურუსა გახდება 24-ე ჩოგბურთელი, რომელიც რეიტინგის სათავეში მოექცევა.

შეგახსენებთ, რომ გარბინიემ წლეულს უიმბლდონის ტურნირი მოიგო.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.112504