თამაშგარე

12:23 | 8.09.2017 | ნანახია [] - ჯერ

ოლივია კულპო და აკაკი წერეთელი

ახლა თუ არა, მომავალში შეიძლება აკაკი წერეთლის პოემა “ღამურასავით“ დაემართოს უმშვენიერეს ამერიკელ მოდელს, 2012 წელს “მის ამერიკად“, 2013 წელს კი “მის სამყაროდ“ დასახელებულ ოლივია კულპოს, რომელიც წარმოშობით მექსიკიდანაა, მაგრამ მისი გული, სული, მკერდი და ტან-ფეხი სწორედაც რომ ამერიკის შეერთებულ შტატებს ეკუთვნის.

ოლივია კულპოზე, თურმე, მექსიკელები ძალიან არიან განაწყენებულნი და ფიქრობენ, რომ ამ გოგონამ მათ სამშობლოს უღალატა, რაკი არაერთხელ განაცხადა, რომ თავს ჭეშმარიტ ამერიკელად გრძნობს და აკი სხვადასხვა სახის ღონისძიებებშიც სწორედ “იანკთა“ სახელით გამოდის. აკაკი წერეთლის “ღამურას“ ბედი ოლივიას ჯერ ბოლომდე მაინც არ გაუზიარებია, რადგან ამერიკაში იგი ძველებურად უყვართ და ძველებურად ეფანცქვალებიან, მაგრამ ხვალ რა იქნება - ვინ იცის...

კუსკუსა ოლივიას კონკაკაფის ზონაში პრინციპული მეტოქეების - მექსიკისა და აშშ-ის ნაკრებთა საფეხბურთო მატჩის შესახებაც გაუკეთებია კომენტარი და იმ შეხვედრისასაც აღიარა, რომ სწორედ ამერიკისკენ იქნებოდა. აი, სწორედ ამან გამოიწვია მექსიკელთა განსაკუთრებული გულისწყრომა და ჩვენი საჩხერელი დიდი მგოსნის სული ამ ამბავმა იმ ქვეყნადაც შეაკრთო.

0.120498