ჭადრაკი

10:23 | 8.09.2017 | ნანახია [] - ჯერ

მსოფლიო თასს ფავორიტები ტოვებენ...

მსოფლიო თასის მეორე წრის მეორე სათამაშო დღეც არ გამოირჩეოდა დიდი შედეგიანობით.მოჭადრაკეები ფრთხილობდნენ, სანამ არის უკან დასახევი გზა ერიდებიან გართულებებს.ამრიგად, 23 მატჩი ფრედ დასრულდა და სანუკვარი შემდეგი წრის საგზურის მფლობელებს დამატებითი მატჩები გამოავლენს.

მესამე წრის საგზური ყველაზე ადრე კრამნიკმა მოიპოვა 10 სვლაში დაფიქსირებული ყაიმით დემჩენკოსთან.

ჭადრაკის ქომაგთა დასანანად მეორე წრიდან თამაშს გამოეთიშნენ ასპარეზობის ფავორიტები: ანანდი, კარიაკინი,ადამსი.

მესამე წრეში დამღლელი ტაი-ბრეიქების გარეშე იასპარეზებენ: კარლსენი, ვაშიე-ლაგრავი, ლენდერმანი, კრამნიკი, ვალეხო, კოვალიოვი, როდშტეინი, ვიდიტი, დუბოვი.

დუბოვმა მსოფლიოს ვიცე-ჩემპიონი კარიაკინი გამოთიშა ბრძოლას.

დამატებითი ტაი - ბრეიქში მოუწევს ბრძოლა ბაადურ ჯობავასაც. ქართველმა დიდოსტატმა დღეს შეიძლება ითქვას ბოლომდე იბრძოლა , მაგრამ პარტია საბოლოოდ მაინც ყაიმით დასრულდა.

gcf.org.ge

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.161352