ისტორია

9:19 | 8.09.2017 | ნანახია [] - ჯერ

8 სექტემბერი მსოფლიო სპორტის ისტორიაში

2012. საქართველოს საკალათბურთო ნაკრებმა ევროპის ჩემპიონატის შესარჩევ მატჩში რიგაში, ლატვიას, 73:70 მოუგო. ჩვენ ნაკრებს იგორ კოკოშკოვი წვრთნიდა. საქართველო: ცინცაძე (14), მარკოიშვილი(17),სანიკიძე (7 ქულა, 9 მოხსნა), შენგელია (3 ქულა, 8 მოხსნა),ფაჩულია (15); პულენი (15), შერმადინი(2),ფაცაცია.

მნიშვნელოვანი ფაქტები

1888. პლანეტის პირველი საფეხბურთო ჩემპიონატის, ინგლისის პირველობის სასტარტო ტურის 5 მატჩი ჩატარდა. “ბოლტონ უონდერერზმა” საკუთარ მინდორზე “დერბი ქაუნთისთან” 3:6 წააგო, “ევერტონმა” “აკრინგტონს” 2:1 სძლია, “პრესტონ ნორთ ენდმა” წლევანდელი პრემიერლიგის დებიუტანტს “ბარნლის” 5:2 მოუგო, “სტოკ სიტი” შინ “ვესტ ბრომვიჩ ალბიონთან” 0:2 დამარცხდა, “ვულვერჰემპტონ უონდერერზი” და “ასტონ ვილა” კი ერთმანეთს 1:1 დაუზავდნენ.

1928. ციურიხში ჩატარებულ ფიფას აღმასკომზე გადაწყდა, რომ საფეხბურთო ჩემპიონატები ოთხ წელიწადში ერთხელ გაიმართებოდა. მუნდიალებზე მონაწილეობის უფლება როგორც პროფესიონალ, ასევე მოყვარულ ფეხბურთელებს მიეცათ. მსოფლიოს ჩემპიონატის მასპინძელი ქვეყნის საფეხბურთო ფედერაციას ტურნირზე ჩასული ნაკრებების ყველა ხარჯის გადახდა და მატჩებიდან შესული თანხის 10 პროცენტის ფიფას ბიუჯეტში გადარიცხვა დაავალეს.

1934. ჩოგბურთში აშშ-ის ღია პირველობის მამაკაცთა ტურნირის ფინალში, ფრედ პერიმ უილმერ ალისონი 6:4, 6:3, 1:6, 8:6 დაამარცხა და შეჯიბრების რიგით 54-ე ჩემპიონი გახდა.

1935. ჰოლანდიელმა მოცურავემ ვილი დე სუპერვიზემ 200 მეტრზე თავისუფალი სტილით ცურვაში მსოფლიოს რეკორდი დაამყარა (2:25.2).

1946. ჩოგბურთში აშშ-ის ღია პირველობის ქალთა ტურნირის ფინალში, პაულინ ბეცმა პატრისია კანინგი 11:9, 6:3 დაამარცხა და შეჯიბრების რიგით მესამოცე ჩემპიონი გახდა.

1946. ჩოგბურთში აშშ-ის ღია პირველობის მამაკაცთა ტურნირის ფინალში, ჯეკ კრემერმა ტომ ბრაუნი 9:7, 6:3, 6:0 დაამარცხა და შეჯიბრების რიგით 66-ე ჩემპიონი გახდა.

1952. ჩოგბურთში აშშ-ის ღია პირველობის მამაკაცთა ტურნირის ფინალში, ფრენკ სეჯმენმა გარდნერმულოი 6:1, 6:2, 6:3 დაამარცხა და შეჯიბრების რიგით 72-ე ჩემპიონი გახდა.

1957. ჩოგბურთში აშშ-ის ღია პირველობის მამაკაცთა ტურნირის ფინალში, ანდერსონმა კუპერი 10:8, 7:5, 6:4 დაამარცხა და შეჯიბრების რიგით 77-ე ჩემპიონი გახდა.

1963. ჩოგბურთში აშშ-ის ღია პირველობის ქალთა ტურნირის ფინალში, მარია ფრეიზერმა მარგარეტ კორტი 7:5, 6:4 დაამარცხა და შეჯიბრების რიგით 77-ე ჩემპიონი გახდა.

1963. ჩოგბურთში აშშ-ის ღია პირველობის მამაკაცთა ტურნირის ფინალში, ოსუნამ ფროელინგი 7:5, 6:4, 6:2 დაამარცხა და შეჯიბრების რიგით 83-ე ჩემპიონი გახდა.

1973. ჩოგბურთში აშშ-ის ღია პირველობის ქალთა ტურნირის ფინალში, მარგარეტ კორტმა ივონ გულაგონგი 3:6, 6:3, 7:5 დაამარცხა და შეჯიბრების რიგით 87-ე ჩემპიონი გახდა.

1974. ჩოგბურთში აშშ-ის ღია პირველობის მამაკაცთა ტურნირის ფინალში, ჯიმი კონორსმა კენ როზუოლი 6:1, 6:0, 6:1 დაამარცხა და შეჯიბრების რიგით 94-ე ჩემპიონი გახდა.

1984. ჩოგბურთში აშშ-ის ღია პირველობის ქალთა ტურნირის ფინალში, მარტინა ნავრატილოვამ კრის ევერტი 7:6, 6:4, 6:4 დაამარცხა და შეჯიბრების რიგით 98-ე ჩემპიონი გახდა.

1985. ელისონ გიბსონმა 25 მეტრიან აუზში 24 საათის განმავლობაში 42 მილი და 5 მეტრი გაცურა, რითაც მსოფლიოს რეკორდი დაამყარა.

1988. კუბელმა მძლეოსანმა ხავიერ სოტომაიორმა სიმაღლეზე ხტომაში, მსოფლიოს რეკორდი დაამყარა (2.43 მეტრი).

1990. ჩოგბურთში აშშ-ის ღია პირველობის ქალთა ტურნირის ფინალში, გაბრიელა საბატინიმ შტეფი გრაფი 6:2, 7:6 დაამარცხა და შეჯიბრების რიგით 104-ე ჩემპიონი გახდა.

1991. ჩოგბურთში აშშ-ის ღია პირველობის მამაკაცთა ტურნირის ფინალში, შტეფან ედბერგმა ჯიმ კურიე 6:2, 6:4, 6:0 დაამარცხა და შეჯიბრების რიგით 111-ე ჩემპიონი გახდა.

1993. ჩინელმა მძლეოსანმა ჩიკ იუნჰუამ 10 კილომეტრზე სირბილში მსოფლიოს რეკორდი დაამყარა (29:31.78).

1996. ჩოგბურთში აშშ-ის ღია პირველობის ქალთა ტურნირის ფინალში, შტეფი გრაფმა მონიკა სელეში 7:5, 6:4 დაამარცხა და შეჯიბრების რიგით 110-ე ჩემპიონი გახდა.

1996. ჩოგბურთში აშშ-ის ღია პირველობის მამაკაცთა ტურნირის ფინალში პიტ სამპრასმა მაიკლ ჩანგი 6:1, 6:4, 7:6 დაამარცხა და შეჯიბრების რიგით 116-ე ჩემპიონი გახდა.

1999. საქართველოს ნაკრებმა ევროპის ჩემპიონატის შესარჩევ მატჩში ლატვიასთან 2:2 ითამაშა. ქართველთაგან გოლები შოთა არველაძემ და მიხეილ ყაველაშვილმა გაიტანეს. თბილისში, ეროვნულ სტადიონზე შეხვედრას 15 ათასი მაყურებელი დაესწრო. საქართველო: გვარამაძე, კალაძე, ცქიტიშვილი (სიჭინავა), დიდავა, წერეთელი, შეყილაძე, ნემსაძე, ჯამარაული, კობიაშვილი, ყაველაშვილი (ა. არველაძე), შ. არველაძე (დემეტრაძე). ნაკრებს იოჰან ბოსკამპი წვრთნიდა.

2004. საქართველოს ნაკრებმა მსოფლიოს ჩემპიონატის შესარჩევ მატჩში ალბანეთს 2:0 მოუგო. თბილისში, მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე შეხვედრას 25 ათასი მაყურებელი დაესწრო. გოლები ალექსანდრე იაშვილმა და გიორგი დემეტრაძემ გაიტანეს. საქართველო: დევაძე, კალაძე, ხიზანეიშვილი, მჟავანაძე, სალუქვაძე, ასათიანი (კანკავა), ჯამარაული (კვირკველია), კობიაშვილი, ცქიტიშვილი, არველაძე (დემეტრაძე), იაშვილი. ნაკრებს ალენ ჟირესი წვრთნიდა.

2006. მსოფლიოს ჩემპიონატის შესარჩევ მატჩში საქართველოს ნაკრები ლოპენჰაგენში დანიასთან 1:6 დამარცხდა. ქართველთაგან გოლი პენალტით დემეტრაძემ გაიტანა. მატჩის 19-ე წუთზე მინდვრიდან ხიზანიშვილი გააძევეს. საქართველო: ლომაია, კალაძე, ხიზანიშვილი, კობიაშვილი, ოდიკაძე (განუგრავა 590, ცქიტიშვილი (სალუქვაძე 82), გოგუა, გახოკიძე, ასათიანი, დემეტრაძე (მუჯირი 68), მენთეშაშვილი. ნაკრებს გაიოზ დარსაძე წვრთნიდა.

2007. ევროპის 2008 წლის ჩემპიონატის შესარჩევ მატჩში, რომელიც თბილისში ეროვნულ სტადიონზე გაიმართა (პაექრობას 35 ათასი მაყურებელი დაესწრო), საქართველოს ფეხბურთელთა ეროვნულმა გუნდმა 1:1 ითამაშა უკრაინის ნაკრებთან. ქართველთაგან მატჩის მიწურულს გოლი დავით სირაძემ გაიტანა. საქართველო: ლომაია, კალაძე, ცქიტიშვილი, იაშვილი (ყენია), ჯაკობია (სირაძე), ასათიანი, ღვინიანიძე, მენთეშაშვილი (ტატანაშვილი), მარცვალაძე, სალუქვაძე, დემეტრაძე. საქართველოს ნაკრებს გერმანელი კლაუს ტოპმიოლერი წვრთნიდა.

2008. ჩოგბურთში აშშ-ის ღია პირველობის მამაკაცთა ტურნირის ფინალში შვეიცარიელმა როჯერ ფედერერმა შოტლანდიელ ენდი მარეის 6:2, 7:5, 5:2 მოუგო და ზედიზედ მეხუთედ გახდა შეჯიბრების გამარჯვებული.

2010. თურქეთში მიმდინარე მსოფლიოს საკალათბურთო პირველობის მეოთხედფინალში სერბეთმა მოქმედ ჩემპიონ ესპანეთს 92:89 მოუგო.

2011. ტურინში “იუვენტუსის” ახალი სტადიონი გაიხსნა.

2011. ლიტვაში მიმდინარე ევროპის საკალათბურთო ჩემპიონატის მეორე ჯგუფური ეტაპის პირველ მატჩში საქართველოს ნაკრები მაკედონიასთან 63:65 დამარცხდა. შეხვედრა ვილნიუსში ჩატარდა.

2012. საქართველოს საკალათბურთო ნაკრებმა ევროპის ჩემპიონატის შესარჩევ მატჩში რიგაში, ლატვიას, 73:70 მოუგო. ჩვენ ნაკრებს იგორ კოკოშკოვი წვრთნიდა. საქართველო:ცინცაძე (14), მარკოიშვილი(17),სანიკიძე (7 ქულა, 9 მოხსნა), შენგელია (3 ქულა, 8 მოხსნა),ფაჩულია (15); პულენი (15), შერმადინი(2),ფაცაცია.

ამ დღეს დაიბადნენ

1929. როჯერ უილიამ ბირნი. 1949-58 წლებში “მანჩესტერ იუნაიტედის” მცველი. 1953-54 წლების სეზონში გუნდის კაპიტანი იყო. ინგლისის ნაკრებში ჩაატარა 33 მატჩი. ტრაგიკულად დაიღუპა 1958 წელს მიუნხენთან მომხდარი ავიაკატასტროფის დროს.

1930. ჯანეტ ოლტვეგი. დიდი ბრიტანელი ციგურებით ფიგურული მოსრიალე. 1952 წლის ზამთრის ოლიმპიადის ჩემპიონი.

1938. ჟოზე აუგუშტუ ტორეში. პორტუგალიის ნაკრებისა და ლისაბონის “ბენფიკას” ფორვარდი. 1966 წლის მსოფლიოს ჩემპიონატის მესამეადგილოსანი. პორტუგალიის ნაკრებში ჩაატარა 33 მატჩი, გაიტანა 14 გოლი. ჩემპიონთა თასის ორგზის მფლობელი. პორტუგალიის ცხრაგზის ჩემპიონი და თასის სამგზის მფლობელი. მოგვიანებით წვრთნიდა პორტუგალიის ნაკრებს და გუნდი 1986 წლის მსოფლიოს ჩემპიონატზე გაიყვანა.

1947. ამოს ბივოტი. კენიელი მძლეოსანი. სტიპლჩეიზში 1968 წლის ოლიმპიური თამაშების ჩემპიონი.

1960. სტეფანო კაზირაგი. მონაკოს პრინცესა კაროლინას მეორე მეუღლე. დაიღუპა 1990 წელს ავტო-საწყლოსნო სპორტში მსოფლიოს ჩემპიონატის მსვლელობისას. დიდი სიჩქარით მიმავალი მისი სკუტერი ამოტრიალდა.

1972. მარკუს ბაბელი. გერმანიის ნაკრების, მიუნხენის ”ბაიერნის,” “ჰამბურგის,” ”ლივერპულის,” ”ბლექბერნისა” და “შტუტგარტის” ფეხბურთელი. ამპლუით მცველი. ევროპის ჩემპიონი (1996). გერმანიის ნაკრებში ჩაატარა 51 მატჩი, გაიტანა ერთი გოლი. უეფას თასის ორგზის მფლობელი (1996, 2001), ბუნდესლიგის გამარჯვებული (1997, 1999, 2000, 2007). გერმანიის თასის ორგზის მფლობელი (1998, 2000). ინგლისის საფეხბურთო ასოციაციისა და ლიგის თასები მფლობელი (20010. ევროპისა და ინგლისის სუპერთასების მფლობელი (2001), “ბაიერნის” შემადგენლობაში უეფას ჩემპიონთა ლიგის ფინალისტი (1999).

1975. ელენა ლიხოვცევა. რუსი ჩოგბურთელი. 2005 წელს, საფრანგეთის ღია პირველობის ნახევარფინალისტი.

1976. სხენკ შალკენი. ჰოლანდიელი ჩოგბურთელი. 2002 წელს აშშ-ის ღია პირველობის ნახევარფინალისტი.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.117871