ფეხბურთი

22:00 | 7.09.2017 | ნანახია [] - ჯერ

ლიგა 3: "თელავმა" "ჭიათურას" 4:0 მოუგო

დაიწყო ეროვნული ლიგა3-ის ზედა ჯგუფის მატჩები. 10 გუნდი იბრძოლებს ეროვნულ ლიგა-2-ში გადასასვლელად. პირველადგილოსანი პირდაპირ გადავა, ხოლო მეორე და მესამეადგილოსნები ფლეი-ოფში ითამაშებენ.

პირველ ტურში ოთხი მატჩი გაიმართა და გამოსარჩევია "თელავის" გამარჯვება "ჭიათურასთან" - 4:0. ორივე გუნდი ფავორიტთა შორისაა. ანგარიში მიხეილ ბაშელეიშვილმა გახსნა, მეორე გოლი მისმა ტყუპისცალმა ნიკოლოზ ბაშელეიშვილმა მიითვალა, ბოლო ორი ბურთი კი გიორგი ხარებაშვილმა შეაგდო. გიორგი დეკანოსიძის გაწვრთნილმა "თელავმა" მესამე პოზიციაზე გადაინაცვლა.

"გარდაბანსა" და ხონის "იმერეთის" დაპირისპირებაში გოლი არ გასულა, ხოლო "მარკ სტარსმა" გასვლაზე 2:1 მოუგო ჩხოროწყუს "სამეგრელოს".

ჯერჯერობით, ლიდერია "ნორჩი დინამო", რომელმაც სტუმრად 2:1 აჯობა ქედის "ბეთლემს". ტურის ერთი მატჩი ხვალ ჩატარდება: ხობის "კოლხეთი" ლიგა3-ის მთავარ ფავორიტს, თბილისის "შევარდენს" უმასპინძლებს.

თელავი - ჭიათურა 4:0

სამეგრელო - მარკ სტარსი 1:2

ბეთლემი - ნორჩი დინამო 1:2

გარაბანი - იმერეთი 0:0

ნორჩი დინამო 9 5 3 1 15 11 4 18
შევარდენი 1906 8 5 2 1 13 8 5 17
ჭიათურა 9 4 2 3 8 8 0 14
თელავი 9 4 2 3 19 12 7 14
იმერეთი 9 3 3 3 6 7 -1 12
კოლხეთი ხ 8 2 4 2 5 6 -1 10
ბეთლემი 9 2 3 4 10 13 -3 9
სამეგრელო 9 1 5 3 10 11 -1 8
მარკ სტარსი 9 2 2 5 14 20 -6 8
გარდაბანი 9 1 4 4 8 12 -4 7

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.107089