თამაშგარე

11:19 | 7.09.2017 | ნანახია [] - ჯერ

სონია ამორუზო სიტყვის ქალია

ნეტა ბევრი კაცი ასრულებდეს მიცემულ სიტყვას ისეთი დიდი რუდუნებითა და მონდომებით, როგორც თავის პირობას, ლეგენდარული ალესანდრო დელ პიეროს მეუღლე, ყოფილი მოდელი, სონია ამორუზო ასრულებს. სონიამ ჯერ კიდევ შარშან განაცხადა, ალესანდროს ნაცვლად მე დავწერ მის ავტობიოგრაფიულ წიგნსო და აი უკვე კიდეც დაიწყო წიგნზე მუშაობა.

დელ პიეროს მეუღლის თქმით, მართალია მისი ძირითადი ხელობა ყოველთვის მოდელობა იყო, მაგრამ წერა მუდამ იტაცებდა და ცხოვრების ყველა ეტაპზე საწერი კალმითა და რვეულით “შეიარაღებული“ პირად დღიურებს წერდა და როგორც ნაცნობები ეუბნებოდნენ, ეს საქმე არც ისე ცუდად გამოსდიოდა.

ფეხბურთის მოყვარულებმა კარგად იცით, რომ ბოლო ორი ათწლეულის განმავლობაში, მთელს ევროპაში და მსოფლიოში ვეტერანი ფეხბურთელების ავტობიოგრაფიული წიგნები ძალიან შემოვიდა მოდაში და რაც მთავარია, ამ წიგნებს არც მკითხველი აკლია. დელ პიერო კი ნამდვილად გახლდათ ის ფიგურა, ვისი ცხოვრების დეტალებითაც ქომაგი უნდა დაინტერესდეს...

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.123856