ფეხბურთი

20:55 | 6.09.2017 | ნანახია [] - ჯერ

მოურინიო: “ნეიმარის ტრანსფერმა ბაზარზე ფასები გააორმაგა”

“მანჩესტერ იუნაიტედის” მთავარი მწვრთნელი ჟოზე მოურინიო მიიჩნევს, რომ ნეიმარის ტრანსფერში გადახდილმა კოლოსალურმა თანხამ, სატრანსფერო ბაზარზე ფეხბურთელთა ღირებულება ერთი-ორად გაზარდა.

“მიმაჩნია, რომ “მანჩესტერმა” კარგი ტრანსფერები განახორციელა. ბაზარზე ყველაფერი შეიცვლება, ამის მიზეზი კი ნეიმარის ღირებულებაა. ვფიქრობ, სატრანსფერო ფანჯრის ბოლო დღეებს რომ დავლოდებოდით, ლუკაკუს შეძენა კლუბს 150 მილიონამდე დაუჯდებოდა, მატიჩის კი დაახლოებით 60-70 მილიონი. ნეიმარის ღირებულებამ ბევრი რამე შეცვალა”, - თქვა მოურინიომ.

შეგახსენებთ, რომ “წითელმა ეშმაკებმა” მატიჩის ტრანსფერში 40 მილიონი გირვანქა სტერლინგი, ხოლო ლუკაკუში 77 მილიონი გადაიხადეს.

რაც შეეხება ნეიმარს, ის ამ ზაფხულს “ბარსელონადან” “პარი სენ ჟერმენში” 222 მილიონ ევროდ გადავიდა.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.11784