თამაშგარე

16:48 | 6.09.2017 | ნანახია [] - ჯერ

მერვე ბოლოგურის ცრემლების მიზეზი

საქართველოს საკალათბურთო ნაკრებისა არ იყოს, მიმდინარე ევროპის ჩემპიონატი არც თურქეთის ეროვნულ გუნდს დაუწყია მაინცდამაინც კარგად. მით უმეტეს, რომ როგორც იცით თურქები ჯგუფის მასპინძლები არიან და ეს ფაქტი ჩვენი მეზობელი ქვეყნის ნაკრების ქომაგებს ნამეტნავად აბრაზებს.

სრულიად თურქი ხალხის ბრაზსა და წუხილს იზიარებს მთელს მსოფლიოში ცნობილი თურქი მოდელი და მსახიობი, მერვე ბოლოგური, რომელიც თურქეთისა და რუსეთის მატჩს დასწრებია და ოსმალთა მარცხმა გული იმდენად დასწყვიტა, რომ მის მშვენიერ თვალთაგან სიმწრის ცრემლიც კი დადენილა.

მერვე ბოლოგურს, მიუხედავად იმისა, რომ მისი მშობლიური ქვეყნის ნაკრების უხეირობამ ძალიან გააბრაზა, მაინც სჯერა და დარწმუნებულია, რომ თურქეთის საკალათბურთო კრებული თავის სიტყვას ამ ევროპის ჩემპიონატზე მაინც იტყვის და მწუხარებას სიხარული შეცვლის. მანამდე კი, გულდარდიანი მერვე არცთუ საამო საცქერი იქნება.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.139023