ფეხბურთი

10:23 | 6.09.2017 | ნანახია [] - ჯერ

ვლადიმირ ვაისი: "შედეგით კმაყოფილი ვარ"

საქართველოს ეროვნული ნაკრების მთავარი მწვრთნელი ვლადიმირ ვაისი ავსტრიასთან (1:1) მატჩის შედეგით კმაყოფილი დარჩა. როგორც სლოვაკმა სპეციალისტმა პრესკონფერენციაზე განაცხადა, იგი აფასებს ავსტრიის ნაკრებს და შესაბამისად, აფასებს მოპოვებულ ქულასაც.

"შედეგი ჩვენთვის მისაღებია. პირველი ტაიმი კარგად დავიწყეთ, გოლი გავიტანეთ და ვლიდერობდით. ამასთან ერთად კარგად ვკომბინირებდით და ზონებს ვკეტავდით. არნაუტოვიჩი შევაჩერეთ, რომლის წინააღმდეგ თამაშიც პრაქტიკულად შეუძლებელია. შეიძლება ითქვას, რომ ის მსოფლიოს ერთ-ერთი საუკეთესო ფეხბურთელია. ის ტალანტია, რომელზეც ავსტრიის ნაკრების თამაშია აგებული. ჩვენ ამ ყველაფერთან გამკლავება პრაქტიკულად შევძელით, მაგრამ შემდეგ მოთამაშეებს ძალა არ ეყოთ. მეორე ტაიმში ნახევადაცვის ცენტრი შევცვალეთ და თამაში უფრო გაგვიმარტივდა. რა თქმა უნდა, ავსტრიას ბევრი საგოლე მომენტი ჰქონდა. ჩვენ 2-3 კარგი მომენტი შევქმენით, აქედან გამომდინარე, მოპოვებული ქულით და ფეხბურთელების ტაქტიკურად სწორი თამაშით კმაყოფილი ვარ. ავსტრიასთან თამაში მარტივი არაა, ის კარგი გუნდია ჭკვიანი მწვრთნელით, რომელსაც მე ვაფასებ და შესაბამისად, ვაფასებ მოპოვებულ ქულასაც", - ციტირებს ვაისის სიტყვებს სფფ-ის ვებგვერდი.

შეგახსენებთ, საქართველოს ეროვნულ ნაკრებს რვა ტურის შემდეგ ხუთი ფრითა და სამი მარცხით D ჯგუფში მეხუთე პოზიცია უკავია.

0.119675