ფეხბურთი

0:59 | 6.09.2017 | ნანახია [] - ჯერ

ქულა ავსტრიიდან

მსოფლიოს 2018 წლის ჩემპიონატის შესარჩევ ციკლში მეხუთე ქულა მოიპოვა საქართველოს ნაკრებმა. ვლადიმირ ვაისის გუნდი ვენაში, ავსტრიის ნაკრებს დაუპირისპირდა და სამშობლოში ქულით დაბრუნდა.

გუნდებმა გოლები პირველივე ნახევარში გაცვალეს და მერე ანგარიში აღარ შეცვლილა. ვლადიმირ ვაისის გუნდი მალევე დაწინაურდა. სწრაფი შეტევა ჯანო ანანიძემ გააგრძელა და ვაკო გვილია მოძებნა – “ბატეს” შუახაზელმა კი, დიდოსტატურად ითამაშა და ულამაზესი გოლით თავისი გუნდი დააწინაურა.

ამის შემდეგ უპირატესობა ავსტრიის მხარეს გადავიდა, რომელსაც მხოლოდ 3 ქულა უნარჩუნებდა შანსს, რომ მუნდიალის საგზურისთვის ებრძოლა. მასპინძლებმა მომენტები მრავლად შექმნეს, მაგრამ გოლი არ ჩანდა. თუმცა, ტაიმის ბოლო წუთზე დაცვის ხაზი ჩავარდა – ჰარნიკს გიორგი მაკარიძემ აუღო, მაგრამ შაუბი იქვე გაჩნდა და გაათანაბრა. დასანანი გოლი იყო, უყურადღებობით გამოწვეული.

მეორე ტაიმში საქართველომ დაცვაში უფრო მეტად ყურადღებით ითამაშა და ანგარიშის შენარჩუნება შეძლო. რვა თამაშიდან 5 ქულა – ეს, რა თქმა უნდა, კარგი და მოსაწონი შედეგი არაა, მაგრამ თამაშის ხარისხი უმჯობესდება.

აღნიშნული შეხვედრის დეტალურ მიმოხილვას WORLDSPORT.GE მოგვიანებით შემოგთავაზებთ.

ავსტრია – საქართველო 1:1 (1:1)

გოლები: 0:1 გვილია, 1:1 შაუბი (43)

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.123782