ფეხბურთი

18:15 | 5.09.2017 | ნანახია [] - ჯერ

საქართველოს ფუტსალის ნაკრები რუმინეთთან მატჩისთვის ემზადება

საქართველოს ფუტსალის ეროვნულმა ნაკრებმა ევროპის ჩემპიონატის პლეი ოფის პირველი მატჩისთვის მზადება დაიწყო. ავთანდილ ასათიანის გუნდის საწვრთნელი პროცესი 9 სექტემბრის ჩათვლით ოლიმპიურ სასახლეში წარიმართება. გუნდი სასტუმრო "მოხალისეში" ცხოვრობს. ამ დროისთვის ნაკრები არასრული შემადგენლობით ემზადება. რამდენიმე ლეგიონერი გუნდს რუმინეთში შეუერთდება.

10 სექტემბერს საქართველოს ნაკრები რუმინეთში გაემგზავრება. ევროპის ჩემპიონატის პლეი ოფის პირველი მატჩი 12 სექტემბერს, რუმინეთის ქალაქ დევაში ჩატარდება.

საქართველოს ნაკრების გაფართოებული შემადგენლობა:

მეკარეები: ზვიად კუპატაძე (გაზპრომ-იუგრა, რუსეთი), ალექსანდრე ჯამბურია (ტატიშვილი, თბილისი), თორნიკე ბუკია (სპარტაკი, მოსკოვი), დავით კეპაშვილი (გერენია, კვიპროსი)

წინა ხაზი: ლევან კობაიძე (ტატიშვილი, თბილისი), შოთა თოფურია (თელასი, თბილისი), გია ნიყვაშვილი (აგორა, თბილისი), კახა მაისაია (თელასი, თბილისი), ნიკა კურტანიძე (თსუ), ნუკრი ჭუმბურიძე (თელასი, თბილისი), დავით ბობოხიძე (ტატიშვილი, თბილისი), არჩილ სებისკვერაძე (ლიდსელმაში, ბელარუსი), ირაკლი თოდუა (ლიდსელმაში, ბელარუსი), რონინიო და სილვა (ხერსონი, უკრაინა), ზურაბ ლუკავა (სვეიკი, მალტა), შოთა ჭანუყვაძე (სვეიკი, მალტა), მურთაზ კაკაბაძე (ტატიშვილი, თბილისი), გიორგი ნიშნიანიძე (პოლიტეხი, რუსეთი)

შეგახსენებთ, რომ საქართველოს ფუტსალის ნაკრებმა თბილისში გამართულ ევროპის ჩემპიონატის ორ საკვალიფიკაციო ეტაპზე წარმატებით იასპარეზა. პლეი ოფში რუმინეთთან გამარჯვების შემთხვევაში, 2018 წელს საქართველოს ნაკრები ევროპის ჩემპიონატზე ითამაშებს.

საქართველოსა და რუმინეთის განმეორებითი შეხვედრა თბილისში 26 სექტემბერს ჩატარდება.

gff.ge

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.116943