ფეხბურთი

13:18 | 5.09.2017 | ნანახია [] - ჯერ

ქართველმა 17-წლამდელებმა ყირგიზეთს 7:1 მოუგეს

საქართველოს 17-წლამდელთა ნაკრებმა ყაზახეთში, პრეზიდენტის თასზე მეორე მატჩი გამართა და ყირგიზეთს 7:1 მოუგო. როგორც იცით, გიორგი ნემსაძის გაწვრთნილებმა გუშინ ალბანეთს 5:0 აჯობეს, დღეს კი კიდევ უფრო იოლი თამაში ჰქონდათ.

შვიდი გოლიდან ყველაზე ლამაზი გამოდგა ხვიჩა კვარაცხელიას გატანილი, როცა რამდენიმე მეტოქეს აუარა გვერდი და საჯარიმოში შესულმა ძლიერად დაარტყა. კარგი იყო ლომთაძის ბოლო გოლიც, ტექნიკურად შეასრულა ბოლო დარტყმა. ზურაბ დავითაშვილი კი კვლავაც ერთ-ერთი გამორჩეული გახლდათ, ამჯერად ჰეთ-თრიქი მიითვალა.

საქართველო-ყაზახეთი 7:1 (3:0)

გოლები: 1:0 დავითაშვილი (7), 2:0 კვარაცხელია (14), 3:0 კვარაცხელია (28), 4:0 დავითაშვილი (44 პენ), 5:0 დავითაშვილი (47), 6:0 გულიაშვილი (56), 7:0 ლომთაძე (63), 7:1 ესინი (68 პენ)

7 სექტემბერს საქართველო ჯგუფის ბოლო მატჩს ჩაატარებს: მასპინძელ ყაზახეთთან. პირველადგილოსანი მეორე ჯგუფის გამარჯვებულს 8 სექტემბერს ფინალში შეხვდება.

0.111145