ფეხბურთი

23:24 | 4.09.2017 | ნანახია [] - ჯერ

მარსელ კოლერი და შტეფან ილსანკერი: "საქართველო კარგი გუნდია"

ავსტრიის ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა მარსელო კოლერმა და ნახევარმცველმა შტეფან ილსანკერმა პრესკონფერენცია გამართეს. ორივე მიიჩნევს, რომ საქართველოს ნაკრები კარგი გუნდია და მძიმე შეხვედრა ელოდებათ.

“ფეხბურთელებმა საქართველოსთან შეხვედრაში ყველაფერი უნდა გაიღონ და აბსოლუტურად კონცენტრირებულნი იყვნენ. საქართველოს ძალიან ტექნიკური ფეხბურთელები ჰყავს და ამ გუნდმა ბოლო პერიოდში პროგრესი განაცადა. შაბათს ირლანდიასთან თამაშის ამის დასტურია”, - აღნიშნა კოლერმა.

მასთან ერთად პრესკონფერენციაზე შტეფან ილსანკერიც წარსდგა, რომელმაც საქართველოსთან მატჩი ყველა ფეხბურთელისთვის ძალიან მნიშვნელოვანია:

“ჩვენ ყველაფერი გავაკეთეთ, რომ კარდიფიდან სამი ქულით დავბრუნებულიყავით. აქედან გამოდიდნარე ძალიან იმედგაცრუებულები ვართ. თუმცა ანალიზი უკვე გავაკეთეთ და ახლა კონცენტრირებული სამშაბათის მძიმე თამაშზე ვართ. საქართველომ ბოლო მატჩები ძალიან კარგად ჩაატარა და ყველაფერს გავაკეთებთ გამარჯვებისთვის. ეს ჩვენთვის, ყველა ფეხბურთელისთვის ძალიან მნიშვნელოვანია”, - თქვა ილსანკერმა.

შეგახსენებთ, საქართველოსა და ავსტრიის ნაკრებთა შეხვედრა 5 სექტემბერს, 22:45 საათზე დაიწყება. მატჩი ვენაში, “ერნსტ ჰაპელის” სტადიონზე გაიმართება.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.11539