ფეხბურთი

19:52 | 4.09.2017 | ნანახია [] - ჯერ

სენსაციები თბილისის უმაღლეს ლიგაში

2-3 სექტემბერს, „მოყვარულთა თასი 2017“-ის გარგლებში, „მარაკანასა“ და „ავაზას“ სტადიონებმა თბილისის პირველი და უმაღლესი ლიგების მორიგ ტურებს უმასპინძლა. შეხვედრები, უმეტესად დაძაბული და უხვგოლიანი გამოდგა.

უმაღლეს ლიგაში მოვნელები მოულოდნელად განვითარდა, სადაც ცხრილის ორივე ლიდერმა ქულები დაკარგა. ცხრილის შუაში მყოფმა „ვაზისუბანმა“ დაძაბულ ბრძოლაში, მოულოდნელად 2:1 სძლია „უქიმერიონს“. ასევე, აღსანიშნავია მეორე ლიდერის „სსგ აფხაზეთის“ მარცხი „ნახალოვკასთან“. აღნიშნულ შეხვედრაში 3 გოლით გამოირჩა ნიკოლოზ მაისურაძე. საბოლოო ანგარიში კი 3:2 დაფიქსირდა ნახალოვკელთა სასარგებლოდ. დანარჩენი შეხვედრები უხვგოლიანი და დაძაბულობით გამოირჩეოდა. XI ტურის შემდეგ, ცხრილში ლიდერი არ შეცვლილა, მაგრამ მათი მარცხით ისარგებლეს მდევრებმა და მათთან ჩამორჩენა 2 ქულამდე შეამცირეს. ტურის საუკეთესო ფეხბურთელი გახდა „ნახალოვკის“ შემტევი ნიკოლოზ მაისურაძე.

რაც შეეხება პირველ ლიგას, აქაც უმაღლესის მსგავსად, თამაშები სანახაობრივი და დაძბული გამოდგა. აღსანიშნავია ცხრილის ლიდერის „თ.ს სასამართლოსა“ და „ბასას“ შეხვერდა, სადაც კაცნაკლულმა ლიდერმა ურთულეს ბრძოლაში 2:1 დაამარცხა „ბასა“. „ს.ფ.კ. ლოკომოტივმა“ 4:2 სძლია „თ.ს აკადემიას“. ამ თამაშში ლოკომოტივის შემტევი ვატო ისრაელიანი ჰეთ თრიკით გამოირჩა და ტურის საუკეთესო ფეხბურთელიც გახდა. ასევე, აღსანიშნავია “გლდანისა“ და „ტც მილანის“ დაპირისპირება, რომელიც უხვგოლიანი გამოდგა და საბოლოოდ 2:2 დასრულდა. თავისი შეხვერდა მოიგო გათამაშების ერთ-ერთმა ლიდერმა - “დადიანმა“ და პოზიციები გაიმყარა. დანარჩენ შეხვერდებში სენსაცია არ ყოფილა და ფავორიტებმა დაგეგმილი ქულები მოიპოვეს.

თბილისის პირველი და უმაღლესი ლიგის მორიგი ტურები 9-10 სექტემბერს გაიმართება.

პროექტის საინფორმაციო მხარდამჭერები არიან: ტელეკომპანია „აჭარა“, ტელეკომპანია „თრიალეთი“.
ინტერნეტ პორტალები: “sportstar.ge”, „მსოფლიო სპორტი“, „Goal.ge“, “1news.ge”, “epn.ge”, “ავტორადიო”, რადიო „ჯაკო“. თბილისის ლიგის მხარდამჭერია თბილისის მერია.

საქართველოს სამოყვარულო ფეხბურთის ასოციაცია

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.148516