ფეხბურთი

21:00 | 4.09.2017 | ნანახია [] - ჯერ

"მილანი" და "ინტერი" ვიდალისთვის კვლავ იბრძოლებენ

მიუნხენის “ბაიერნის” ნახევარმცველით, არტურო ვიდალით ზაფხულის სატრანსფერო ფანჯარის დროს იტალიური გუნდები, “მილანი” და “ინტერი” იყვნენ დაინტერესებული.

Tuttosport-ის ინფორმაციით, “ნერაძურიმ” 30 წლის ჩილელის თაობაზე გერმანულ კლუბს შეთავაზება გაუკეთა, თუმცა მათგან უარი მიიღო.

“ინტერი” და “როსონერი” შეეცდებიან ჩილელი მომდევნო სატრანსფერო ფანჯარის დროს დაიმატონ. როგორც ცნობილია, მილანური კლუბები მასში 30 მილიონი ევროს გადახდას გეგმავენ.

არტურო ვიდალს “ბაიერნთან” მოქმედი ხელშეკრულება 2019 წლის ივნისამდე აკავშირებს.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.117322