ფეხბურთი

14:57 | 4.09.2017 | ნანახია [] - ჯერ

პელე: “ნეიმარი “ბარსელონაში” მესის ჩრდილში იქნებოდა”

მსოფლიო ფეხბურთის ლეგენდამ, პელემ მისი თანამემამულის, ნეიმარის “პარი სენ ჟერმენში” გადასვლა შეაფასა და აღნიშნა, რომ ფეხბურთელმა სწორი გადაწყვეტილება მიიღო, რადგან “ბარსელონაში” მესის ჩრდილში მოუწევდა თამაში.

“ამ ეტაპზე ნეიმარი ბრაზილიაში საუკეთესოა. ვფიქრობ, მან სწორი გადაწყვეტილება მიიღო, რადგან “ბარსელონაში” თამაშის დროს ხშირად ადარებდნენ მესის და იგი უნდა დაშორებოდა არგენტინელს, რადგან მის ჩრდილში არ მოქცეულიყო. ახლა უკეთ გამოჩნდება თუ რა შეუძლია ნეიმარს.

ოქროს ბურთისთვის ბრძოლა? რატომაც არა. კატალონიაში ნეიმარის შემცვლელად კოუტინიო მოიაზრება. ის ძალიან კარგი ფეხბურთელია, თუმცა ბრაზილიაში საუკეთესო მხოლოდ ნეიმარია”, - უთხრა პელემ Marca-ს.

შეგახსენებთ, რომ ზაფხულის სატრანსფერო ფანჯარის დროს პარიზულმა კლუბმა ნეიმარის ტრანსფერში რეკორდული თანხა, 222 მილიონი ევრო გადაიხადა.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.131356