ფეხბურთი

0:30 | 4.09.2017 | ნანახია [] - ჯერ

ესპანური მედია: მესი "ბარსელონას" თავისუფალი აგენტის სტატუსით დატოვებს

ლიონელ მესის “ბარსელონას” დატოვება სურს. Onda Cero-ს ინფორმაციით, არგენტინელი ყველაფერს აკეთებს იმისთვის, რომ “ბარსა” თავისუფალი აგენტის სტატუსით დატოვოს.

საქმე ისაა, რომ მესის კატალონურ გრანდთან ხელშეკრულება 2018 წლის ივნისში ეწურება, ხოლო ახალი კონტრაქტი ჯერაც არ გაფორმებულა. არადა, კარგა ხანია მიდის საუბრები, თითქოს არგენტინელი და “ბარსელონა” შეთანხმდნენ და ოფიციალურად დღე-დღეზე გამოცხადდებაო, მაგრამ ჯერჯერობით, ასეთი რამ არ მომხდარა.

წყაროს ცნობით კი, მესი არ აპირებს კლუბთან კონტრაქტის გახანგრძლივებას შეთანხმებას და ხელის მოწერას მითუფრო.

შეგახსენებთ, ლიონელ მესი “ბარსელონას” აკადემიის აღზრდილია და მთავარ გუნდში დებიუტი 2004 წელს ჰქონდა. იქედან მოყოლებული “ბლაუგრანას” ღირსება 589 მატჩში დაიცვა და 513 გოლი გაიტანა.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.109147