ავტოსპორტი

21:31 | 3.09.2017 | ნანახია [] - ჯერ

ჰამილტონმა მონცაზე მოიგო და ლიდერი გახდა

როგორც მოსალოდნელი იყო, ლუის ჰამილტონმა იოლად მოიგო იტალიის დიდი პრიზი, რის შემდეგაც, სებასტიან ფეტელს მსოფლიო ჩემპიონატის ლიდერობა ამ სეზონში პირველად ჩამოართვა. სუსტად ჩატარებული კვალიფიკაციის შემდეგ, ფეტელი მესამე ადგილს დასჯერდა. გამარჯვებულსა და მას შორის კი ვალტერი ბოტასი დადგა.

„მომწონს აქ, იტალიაში და მომწონს აქაური ატმოსფერო, რასაც ფანები ქმნიან კვარცხლბეკზე სახელდახელო ინტერვიუს დროს განაცხადა ჰამილტონმა, რომელმაც ყოველგვარი წყენის გარეშე მიიღო ტიფოზების სტვენა და უარყოფითი შეძახილები, რასაც მისი ფანების შეძახილებიც ერთვოდა. „გუნდმა შესანიშნავად იმუშავა. „მერსედესის“ ძალა „ფერარისას“ აღემატება“, - დააყოლა გამარჯვებულმა, ვინც კარიერაში 59-ე რბოლა მოიგო.

ლიდერობის დაკარგვის მიუხედავად, ოპტიმიზმს ინარჩუნებს ფეტელი, ვინც სეზონის პირველივე რბოლიდან მოყოლებული ლიდერობდა. „რთული დღე იყო, ძნელი სტარტი. ვცდილობდით, რაც შეიძლება ახლოს ვყოფილიყავით, მაგრამ ამისთვის საჭირო სიჩქარე არ გვქონდა. საერთოდ ამბობენ, ცუდი დღე იყოო. მაგრამ ვიცი, რომ გუნდი სწორ გზაზეა. ამიტომ რიცხვების მიუხედავად, საკმაოდ ოპტიმისტურ განწყობაზე ვარ“, - განაცხადა ფეტელმა, ვისაც არასდროს წაუგია ის სეზონი, რომელსაც თუნდაც მცირე ხნით ლიდერობდა.

საინტერესოა, რომ ამ სეზონში პირველად, ერთმ პილოტმა ზედიზედ ორი ეტაპის მოგება შეძლო. მონცაზე გამარჯვების შემდეგ, ჰამილტონი ფეტელს 3 ქულას უგებს, რაც დარჩენილ შვიდ რბოლაში არაფერია. იმავდროულად, კონსტრუქტორთა პირველობაზე „მერსედესი“ „ფერარის“ 62 ქულით სჯობნის. გასულ 12 ეტაპზე, ჰამილტონს 6 აქვს მოგებული, ფეტელის ანგარიშზე კი 4 გამარჯვებაა. საინტერესოა ისიც, რომ ბოლოს ჰამილტონი ჩემპიონატს იტალიის შარშანდელი ეტაპის შემდეგ ლიდერობდა და იმ სეზონში ჩემპიონი ნიკო როსბერგი გახდა...

იტალიის დიდი პრიზი

მონცა, დისტანცია 306.72 კმ (53 წრე, 5.793 კმ)

  1. ლუის ჰამილტონი (ბრიტანეთი, მერსედესი) 1:15:32.310
  2. ვალტერი ბოტასი (ფინეთი, მერსედესი) +00:04.471
  3. სებასტიან ფეტელი (გერმანია, ფერარი) 00:36.317
  4. დანიელ რიკარდო (ავსტრალია, რედ ბული) 00:40.335
  5. კიმი რაიკონენი (ფინეთი, ფერარი) 01:00.082
  6. ესტებან ოკონი (საფრანგეთი, ფორს ინდია) 01:11.528
  7. ლანს სტროლი (კანადა, უილიამსი) 01:14.156
  8. ფელიპე მასა (ბრაზილია, უილიამსი) 01:14.834
  9. სერხიო პერესი (მექსიკა, ფორს ინდია) 01:15.276
  10. მაქს ფერსტაპენი (ჰოლანდია, რედ ბული) 1 წრე
  11. კევინ მაგნუსენი (დანია, ჰაასი) 1 წრე
  12. დანილ კვიატი (რუსეთი, ტორო როსო) 1 წრე
  13. ნიკო ჰულკენბერგი (გერმანია, რენო) 1 წრე
  14. კარლოს საინსი (ესპანეთი, ტორო როსო) 1 წრე
  15. რომენ გროჟანი (საფრანგეთი, ჰაასი) 1 წრე
  16. პასკალ ვერლაინი (გერმანია, ზაუბერი) 2 წრე

17გ. ფერნანდო ალონსო (ესპანეთი, მაკლარენი) 3 წრე

18გ. მარკუს ერიკსონი (შვედეთი, ზაუბერი) 4 წრე

გ. სტოფელ ვანდოორნი (ბელგია, მაკლარენი) 20 წრე

გ. ჯოლიონ პალმერი (ბრიტანეთი, რენო) 25 წრე

შენიშვნა: გ - გამოეთიშა

უსწრაფესი წრე: დანიელ რიკარდო - 1:23.361, 49-ე წრე

მრბოლთა კლასიფიკაცია

1. ლუის ჰამილტონი - 238 ქულა; 2. სებასტიან ფეტელი - 235; 3. ვალტერი ბოტასი - 197; 4. დანიელ რიკარდო - 144; 5. კიმი რაიკონენი - 138; 6. მაქს ფერსტაპენი - 68; 7. სერხიო პერესი - 58; 8. ესტებან ოკონი - 55; 9. კარლოს საინსი - 36; 10. ნიკო ჰულკენბერგი - 34; 11. ფელიპე მასა- 31; 12. ლანს სტროლი - 24; 13. რომენ გროჟანი - 24; 14. კევინ მაგნუსენი - 11; 15. ფერნანდო ალონსო - 10; 16. პასკალ ვერლაინი - 5; 17. დანილ კვიატი - 4; 18. სტოფელ ვანდოორნი - 1

კონსტრუქტორთა თასი

1. მერსედესი - 435 ქულა; 2. ფერარი - 373; 3. რედ ბულ-TAG ჰოიერი - 212; 4. ფორს ინდია-მერსედესი - 113; 5. უილიამს-მერსედესი - 55; 6. ტორო როსო-რენო - 40; 7. ჰაას-ფერარი - 35; 8. რენო - 34; 9. მაკლარენ-ჰონდა - 11; 10. ზაუბერ-ფერარი - 5

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.123088