ფეხბურთი

21:11 | 3.09.2017 | ნანახია [] - ჯერ

კოშტა "ჩელსიში" დაბრუნებას არ აპირებს

ესპანეთის ეროვნული ნაკრების თავდამსხმელი დიეგო კოშტა ლონდონის "ჩელსიში" დაბრუნებას არ გეგმავს. აღნიშნული ინფორმაცია The Telegraph-მა გაავრცელა. ინგლისურმა კლუბმა მოთამაშე შეკრებაზე არგამოცხადების გამო უკვე დააჯარიმა 300 ათასი გირვანქა სტერლინგით.

როგორც ჩანს დიეგო აზრის შეცვლას არ აპირებს. მიუხედავად იმისა, რომ კლუბმა თავდამსხმელი პრემიერლიგის განაცხადში შეიყვანა. კოშტას მდგომარეობა გუნდში მას შემდეგ დამძიმდა, რაც ანტონიო კონტესთან კონფლიქტი მოუვიდა. ფეხბურთელს "ჩელსიდან" წასვლა უნდოდა, თუმცა ზაფხულის სატრანსფერო პერიოდში კოშტას დამატება არავინ ისურვა.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.115588