ფეხბურთი

10:47 | 3.09.2017 | ნანახია [] - ჯერ

იტალიის ნაკრების 11 წლიანი წაუგებელი სერია შეწყდა

იტალიის ეროვნულმა ნაკრებმა ბოლო 11 წლის განმავლობაში პირველად წააგო მსოფლიოს/ევროპის ჩემპიონატის შესარჩევ ციკლში. "სკუადრა აძურმა" შთამბეჭდავი სერია მადრიდში მტკივნეულად დაასრულა - ესპანეთმა ჯამპიერო ვენტურას გუნდს გადაურბინა - 3:0.

ბოლოს იტალიამ საფრანგეთთან წააგო (1:3) 2006 წლის 2 სექტემბერს ევროპის ჩემპიონატის შესარჩევ ეტაპზე. იქედან მოყოლებული აპენინელებმა 56 შეხვედრა გამართეს ზემოხსენებული ეგიდით და ერთხელაც არ წაუგიათ.

ისე კი, უშუალოდ, მსოფლიოს ჩემპიონატის შესარჩევ ცილს თუ ავიღებთ მხედველობაში, იტალიის ნაკრების უფრო შთამბეჭდავი სერიის დასრულებასთან გვექნება საქმე - გუშინდლამდე ბოლო წაგება 2004 წლით თარიღდებოდა, როცა მარჩელო ლიპის ფორმაციის გუნდმა სლოვენიაში იწვნია მარცხი (0:1).

რაც შეეხება ესპანეთთან წაგებას - ეს არამარტო რეკორდის დასასრულს, არამედ ჯგუფში პირველ ადგილზე გასვლის შანსის ამოწურვასაც ნიშნავს. ახლა "სკუადრა აძურიას" მუნდიალის საგზურისთვის ბრძოლა პლეი-ოფში მოუწევს...

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.111492