ავტოსპორტი

0:20 | 3.09.2017 | ნანახია [] - ჯერ

ჰამილტონი წვიმაშიც პოულზეა

იტალიის დიდი პრიზის საკვალიფიკაციო რბოლა ბევრი რამით იყო გამორჩეული. ჯერ ერთი, ლუის ჰამილტონმა ფ1-ში პოულების რეკორდი განაახლა - კარიერაში 69-ე საკვალიფიკაციო რბოლა მოიგო. მეორეც, ძლიერი წვიმის და მისით გამოწვეული ავარიის გამო, რბოლა დაახლოებით ერთი საათით შეწყდა. და მესამეც, რბოლის პირველი რიგიდან დაწყების უფლება მოიპოვა კანადელმა ახალბედა ლანს სტროლმ, ვინც კვალიფიკაციაში... მეოთხე დრო (რაც თავისთავად, ძალიან კარგი შედეგია) აჩვენა.

მსოფლიოს სამგზის ჩემპიონმა თავისი ბოლო ცდით, დაახლოებით წამნახევრით აჯობა მაქს ფერსტაპენს, რომელმაც ცხრილის სათავეში ბოლო წამებზე გადაინცვლა და პოულის რეალური შანსი ჰქონდა. თუმცა, კვალიფიკაცია რომც მოეგო, პოულზე მაინც ვერ დადგებოდა - „რედ ბულმა“ ჰოლანდიელის და მის თანაგუნდელ დანიელ რიკარდოს მანქანებზე ძალური დანადგარებიც და ტრანსმისიებიც შეცვალა, რის გამოც, ორივე სტარტზე უკანა რიგებში გადაინაცვლებს. არადა, კვალიფიკაციაზე მათ შესაბამისად, მეორე და მესამე დრო აჩვენეს.

მხოლოდ მეექვსე დროს დასჯერდა ჰამილტონის თანაგუნდელი ვალტერი ბოტასი, „ფერარის“ პილოტებმა კი მომდევნო ადგილები გაინაწილეს. ამასთან, უფრო სწრაფი კიმი რაიკონენი იყო. სამივე და მათთან ერთად, ფელიპე მასა და სტოფელ ვანდოორნი, ორი ადგილით წინ წაინაცვლებს. კრიზისში მყოფი „მაკლარენისთვის“, მისი პილოტის მერვე ადგილზე ყოფნა კარგი შედეგია.

იტალიის დიდი პრიზი

კვალიფიკაცია

  1. ლუის ჰამილტონი (ბრიტანეთი, მერსედესი) 1:34.660
  2. მაქს ფერსტაპენი (ჰოლანდია, რედ ბული) 1:36.113
  3. დანიელ რიკარდო (ავსტრალია, რედ ბული) 1:36.841
  4. ლანს სტროლი (კანადა, უილიამსი) 1:37.002
  5. ესტებან ოკონი (საფრანგეთი, ფორს ინდია) 1:37.580
  6. ვალტერი ბოტასი (ფინეთი, მერსედესი) 1:35.396
  7. კიმი რაიკონენი (ფინეთი, ფერარი) 1:37.031
  8. სებასტიან ფეტელი (გერმანია, ფერარი) 1:36.223
  9. ფელიპე მასა (ბრაზილია, უილიამსი) 1:37.456
  10. სტოფელ ვანდოორნი (ბელგია, მაკლარენი) 1:37.471

- - - - - - - - - -

  1. სერხიო პერესი (მექსიკა, ფორს ინდია) 1:37.582
  2. ნიკო ჰულკენბერგი (გერმანია, რენო) 1:38.059
  3. ფერნანდო ალონსო (ესპანეთი, მაკლარენი) 1:38.202
  4. დანილ კვიატი (რუსეთი, ტორო როსო) 1:38.245
  5. კარლოს საინსი (ესპანეთი, ტორო როსო) 1:38.526

- - - - - - - - - -

  1. კევინ მაგნუსენი (დანია, ჰაასი) 1:40.489
  2. ჯოლიონ პალმერი (ბრიტანეთი, რენო) 1:40.646
  3. მარკუს ერიკსონი (შვედეთი, ზაუბერი) 1:41.732
  4. პასკალ ვერლაინი (გერმანია, ზაუბერი) 1:41.875
  5. რომენ გროჟანი (საფრანგეთი, ჰაასი) 1:43.355

სტარტზე განლაგება

  1. ლუის ჰამილტონი (ბრიტანეთი, მერსედესი)
  2. ლანს სტროლი (კანადა, უილიამსი)
  3. ესტებან ოკონი (საფრანგეთი, ფორს ინდია)
  4. ვალტერი ბოტასი (ფინეთი, მერსედესი)
  5. კიმი რაიკონენი (ფინეთი, ფერარი)
  6. სებასტიან ფეტელი (გერმანია, ფერარი)
  7. ფელიპე მასა (ბრაზილია, უილიამსი)
  8. სტოფელ ვანდოორნი (ბელგია, მაკლარენი)
  9. სერხიო პერესი (მექსიკა, ფორს ინდია)
  10. დანილ კვიატი (რუსეთი, ტორო როსო)
  11. კევინ მაგნუსენი (დანია, ჰაასი)
  12. მარკუს ერიკსონი (შვედეთი, ზაუბერი)
  13. პასკალ ვერლაინი (გერმანია, ზაუბერი)
  14. მაქს ფერსტაპენი (ჰოლანდია, რედ ბული)
  15. ნიკო ჰულკენბერგი (გერმანია, რენო)
  16. კარლოს საინსი (ესპანეთი, ტორო როსო)
  17. დანიელ რიკარდო (ავსტრალია, რედ ბული)
  18. ჯოლიონ პალმერი (ბრიტანეთი, რენო)
  19. ფერნანდო ალონსო (ესპანეთი, მაკლარენი)
  20. რომენ გროჟანი (საფრანგეთი, ჰაასი)
სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.244877