ძიუდო

19:28 | 2.09.2017 | ნანახია [] - ჯერ

ვარლამ ლიპარტელიანი ვერცხლის მედალს დაეუფლა (+VIDEO)

საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრების წევრი ვარლამ ლიპარტელიანი (100 კგ) ბუდაპეშტში მიმდინარე მსოფლიოს ჩემპიონატის ფინალში იაპონელი აარონ ვოლფთან დამარცხდა და ვერცხლის მედალს დაეუფლა.

ფინალის გზაზე ლიპარტელიანმა ხუთი მეტოქე ჩამოიშორა: კოტდივუარელი კოფი კრიმ კობენა, ალჟირელი ლიე ბუიაკუუბი, ლატვიელი ევგენის ბოროდავკო, რუსი კირილ დენისოვი და აზერბაიჯანელი ელხან მამადოვი.

ცოტა ხანში უნგრულ ტატამზე მძიმეწონოსანი გურამ თუშიშვილი გავა და რეპეშაჟის ფინალში მონღოლ ნაიდან ტუვშინბაიარს დაუპირისპირდება.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.119143