ფეხბურთი

16:20 | 2.09.2017 | ნანახია [] - ჯერ

ლუკაკუ: "იბრას პრემიერლიგის მოგებაში დავეხმარებით"

მანჩესტერ “იუნაიტედის” თავდამსხმელი, რომელუ ლუკაკუ მოხარულია, რომ ზლატან იბრაჰიმოვიჩი “წითელ ეშმაკებში” კვლავ ითამაშებს. ბელგიელის თქმით, მან იცოდა, რომ კლუბი შვედისთვის ახალი შეთავაზების გაკეთებას აპირებდა, თუმცა ეს არავისთვის უთქვამს.

“წინასწარ ვიცოდი ზლატანის შესახებ, მაგრამ არავის ვუთხარი. მე ბედნიერი ვარ, რომ ის “მანჩესტერში” გააგრძელებს ასპარეზობას. ვფიქრობ, რომ იბრაჰიმოვიჩი ბევრს მისცემს ჩვენს გუნდს, მას მხოლოდ ერთი მიზანი აქვს, მოიგოს პრემიერლიგა და ჩვენ ამაში მას დავეხმარებით”, - თქვა ლუკაკუმ.

იბრამ გასულ სეზონში მანჩესტერელთა რიგებში 46 მატჩი ჩაატარა და გუნდს 28 გოლით დაეხმარა.

რაც შეეხება ლუკაკუსა და იბრაჰიმოვიჩს, ბელგიელმა შვედის კუთვნილი 9-ნომრიანი მაისური მოირგო, თუმცა როგორც ზლატანმა აღნიშნა, მისთვის 10 ნომერი ახალი მოტივაციაა.

0.111035