ფეხბურთი

2:20 | 2.09.2017 | ნანახია [] - ჯერ

“ვალენსიამ” გუედეში და პერეირა ინათხოვრა, მედრანი გაანათხოვრა, არაუხო - გაუშვა

“ვალენსიამ” ზაფხულის სატრანსფერო ფანჯრის დახურვამდე რამდენიმე წუთით ადრე ორი ტრანსფერი განახორციელა. ესპანურმა კლუბმა “მანჩესტერ იუნაიტედიდან” ანდრეას პერეირა, ხოლო “პარი სენ-ჟერმენიდან” გონსალო გუედეში დაიმატა. “ღამურებმა” შემტევი ნახევარმცველები ერთწლიანი იჯარით აიყვანეს.

რაც შეეხება გუნდიდან წამსვლელებს, ალვარო მედრანი ერთწლიანი იჯარით “ალავესში” ითამაშებს, ხოლო ბრაზილიელმა ფორვარდმა ვინიციუს არაუხომ ორმხრივი შეთანხმების საფუძველზე კონტრაქტი გაწყვიტა და “მესტალია” თავისუფალი აგენტის სტატუსით დატოვა.

0.12382