ფეხბურთი

17:30 | 1.09.2017 | ნანახია [] - ჯერ

ნეიმარი: “კოუტინიო დამწუხრებულია, რადგან “ბარსელონაში” არ გაუშვეს”

“პარი სენ ჟერმენისა” და ბრაზილიის ეროვნული ნაკრების ფორვარდმა, ნეიმარმა ეკვადორის წინააღმდეგ მოგებული 2:0 მატჩის შემდგომ კომენტარი გააკეთა, მისი ნაკრების პარტნიორ - ფილიპე კოუტინიოს შსახებ, რომელმაც აღნიშნულ მატჩში გოლი გაიტანა.

“მოხარული ვარ, რომ კოუტინიომ გაიტანა. ის დიდი მოთამაშეა და ეს ჩვენთვის მნიშვნელოვანია. ვწუხვარ, რომ “წითლების” ხელმძღვანელობამ მას არ მისცა ლა ლიგაში თამაშის უფლება, ის ამის გამო ძალიან სევდიანია”, - თქვა ნეიმარმა.

შეგახსენებთ, რომ ფილიპე კოუტინიოს სახელს აქტიურად უკავშირებდნენ “ბარსელონასთან”, თუმცა “ლივერპული” მის კატალონიურ კლუბში გადასვლას არ დასთანხმდა.

0.11182